"ჩელსი"-"ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

  • 19-02-2018, 23:53
  • "ჩელსი"-"ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ჩელსისთან" გასამართი დაპირსპირების წინ, პრესკონფერენციაზე, არაერთ საინტერესო დეტალზე საუბრობს.

    "ჩვენი სურვილია, ხვალ დინამიურად ვითამაშოთ და მეტოქის მოედანზე ბევრი გოლი გავიტანოთ.

    "ჩელსი" ფიზიკურად ძლიერი მეტოქეა. ეს გუნდი თავს ძალიან კარგად იცავს და მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლია კონტრ-შეტევაზე გაგაოცონ.

    "ჩელსისთან" თამაშზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით.

    ვიცით, რომ მესის "ჩელსისთან" არ უმართლებდა, მაგრამ ხვალ განსხვავებული მატჩი იქნება. ეს თამაში, მესისთვის, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტურნრიზე ასპარეზობის გაგრძელება გვსურს.

    ინიესტას გოლი 2009 წელს? კარგად არ მახსოვს. მაშინ, უფრო ახალგაზრდა ვიყავი.

    დემბელე, ისევე როგორც სხვები, სათამაშოდ მზად არიან.

    გომეში და პაულინიო? ანდრეს რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია, პაულინიოს კი მეტოქის კარზე იერიში მიტანა უყვარს.

    პაულინიოს შეუძლია ბევრი რამ მოგვცეს, ისევე, როგორც ჩვენს სხვა ფეხბურთლებს. ჯერ არ ვიცით, ითამაშებს ის ხვალ, თუ არა.

    ანტონიო კონტე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მან, "ჩელსიში", "იუვენტუსსა" და ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავი CV შეიქმნა.

    "ჩელსისთან" შესახვედრად ყველა დრო ცუდია. ბოლო ორ თამაშში გუნდი გაძლიერდა. მათ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც აზარი, მორატა, პედრო და ჟირუ არიან.

    მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის შედეგებზე ვმსჯელობდით. გასვლაზე ნაჩვენები შედეგები გუნდისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს აღარ გამეორდება.

    "ეიბართან" მატჩი ხვალინდელი დაპირისპირებისთვის კარგი ტესტი იყო, თუმცა, წინ განსხვავებული თამაში გველის."

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 20 თებერვალი 2018 18:32

    უეჭველი მოვიგებთ.ლამაზ კომბინაციურ,დაბალანსებულ ფეხბურთს ვითამაშებთ.მეტოქეს ყველა კომპონენტში დავჯაბნით და დაცვაშიც ნახ.დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად კარგები ვიქნებით

    0
    გასულია

    5 - 20 თებერვალი 2018 08:43

    valo aba tqvenicit

    0
    გასულია

    4 - 20 თებერვალი 2018 01:25

    ვნახოთ რაც მოხდება , მე დიდი იმედი მაქვს ,ბარსა მინიმუმ ფრე უნდა ითამაშოს,მთავარია რო ითამაშონ.

    0
    გასულია

    3 - 20 თებერვალი 2018 00:51

    ვალიკკო შენ იცი დამუხტე ბიჭები მოსააგებად

    0
    გასულია

    2 - 20 თებერვალი 2018 00:10

    ციტატა: yellow
    Chelsi gavardeba da realic, ager gaixsenebt chems sitxvebs,. Chven gavalt da reali gavardeba.

    Ase rato gadawyvite reali tirqmis gasulis

    ციტატა: ალეx
    ციტატა: yellow
    Chelsi gavardeba da realic, ager gaixsenebt chems sitxvebs,. Chven gavalt da reali gavardeba.

    Ase rato gadawyvite reali tirqmis gasulis

    Chelsi dzalian mashinebs robertom meechveba azaris shechereba shedzloz magrad momwons es bichi magram win waweuli jobia araaqvs sakmarisi siswrape

    0
    გასულია

    1 - 19 თებერვალი 2018 23:57

    Chelsi gavardeba da realic, ager gaixsenebt chems sitxvebs,. Chven gavalt da reali gavardeba.

    0