ორელიანას მე-3 წითელი "ბარსელონასთან მატჩში

  • 17-02-2018, 20:54
  • ორელიანას მე-3 წითელი "ბარსელონასთან მატჩში

    32 წლის ჩილელმა შემტევმა, ფაბიან ორელიანამ, "ეიბარსა" და "ბარსელონას" შორის მიმდინარე შეხვედრაში, დროის 8-წუთიანი მონაკვეთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და ის იძულებული გახდა მოედანი ვადაზე ადრე დაეტოვებინა.

    სტატისტიკოსებმა მოიძიეს ინფორმაცია და საინტერესო რამ დაადგინეს: ორელიანას, ლა ლიგის მატჩში, სულ 6 წითელი აქვს მიღებული და აქედან 3 "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ მატჩებზე მოდის.

    პირველად ეს 2010 წელს მოხდა, როდესაც ორელიანა "ხერესში" თამაშობდა. მისმა გუნდმა "კამპ ნოუზე" 1:3 წააგო, ფეხბურთელმა კი წითელი ბარათი 89-ე წუთზე მიიღო, როდესაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

    2015 წელს, უკვე "სელტაში" მოთამაშე ფეხბურთელი ვიგოში 0:1 წაგებული შეხვედრის დროს გააძევეს. ეს 88-ე წუთზე მოხდა და ამჯერადაც, საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

    "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მე-3 წითელი ბარათი ორელიანამ დღეს მიიღო.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 18 თებერვალი 2018 11:30

    კინაღამ ფეხი მოტეხა ინიესტას და მანდ პირდაპირ ეკუთვნოდა წითელი

    0
    გასულია

    2 - 17 თებერვალი 2018 21:21

    ასე გააგრძელე

    0
    გასულია

    1 - 17 თებერვალი 2018 21:06

    ეკუთნოდა რაც მთავარია მოვიგეთ

    0