გამპერის თასზე "ბარსელონას" მეტოქე "ბოკა ხუნიორსი" იქნება

გამპერის თასზე "ბარსელონას" მეტოქე "ბოკა ხუნიორსი" იქნება

მიმდინარე წლის ზაფხულში, გამპერის თასზე "ბარსელონას" მეტოქე არგენტინული "ბოკა ხუნიორსი" იქნება. ამ ინფორმაციას ბუენოს აირესელთა პრეზიდენტი ავრცელებს.

"აგვისტოში ბარსელონაში გავემგზავრებით." - ციტირებს "ბოკას" პრეზიდენტის, დანიელ ანგელიკის სიტყვებს Marca. კატალონიური მხარე ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.

"ბოკა ხუნიორსს" გამპერის თასზე აქამდეც უთამაშია. 2008 წელს, კატალონიელებმა არგენტინელები 2:1 დაამარცხეს.

"ბარსელონას" დამაარსებლის, ჟოან გამპერის სახელობის ამხანაგური ტურნირი 1966 წლიდან იმართება. 1996 წლის ჩათვლით ტურნირი ოთხგუნდიანი იყო, 1997 წლის შემდეგ კი ორგუნდიანია.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    FCBTOR
    სტუმარი [?]
    #5 15 თებერვალი 2018 00:03
    0
    გუნდებს რის მიხედვით არჩევენ???
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 13 თებერვალი 2018 17:37
    0
    მოვუგებთ ამათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 თებერვალი 2018 12:57
    0
    ეს ფორმა მომენატრა, ათასწილად ჯობს წლევაანდელი სეზონის ფორმას
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    Culé [?]
    #2 12 თებერვალი 2018 23:31
    0
    მაგარია ბოკა
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 12 თებერვალი 2018 23:06
    0
    6-1წავაგებთარ არ გაგვიმართლა არა D;D;D;