ოფიციალურად: თასის ფინალს "ვანდა მეტროპოლიტანო" უმასპინძლებს

ოფიციალურად: თასის ფინალს "ვანდა მეტროპოლიტანო" უმასპინძლებს

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანეთს თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან, მადრიდის "ატელტიკოს" საშინაო არენაზე, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება.

"სევილია" ფინალის საკუთარ მოედანზე ჩატარებას ითხოვდა, "ბარსელონა" - "ვანდა მეტროპოლიტანოზე". "ვალენსიას" ფედერაციას საკუთარ "მესტალიას" სთავაზობდა. ფედერაციამ საბოლოო არჩევანი გასულ წელს განახლებულ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეაჩერა, რომელიც 67 829 ადამიანს იტვევს. ეს სტადიონი, "კამპ ნოუსა" (99 354) და "სანტიაგო ბერნაბეუს" (81 044) შემდეგ, ესპანეთში ყველაზე დიდია. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო.

თასის ფინალის "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩატარება ნიშნავს, რომ "ბარსელონა"-"ვილიარეალისა" და "სევილია"-"რეალის" გარდა, გადაიდება "ატლეტიკო"-"ბეტისის" დაპირისპირებაც. შესაძლოა, "ვანდას" არჩევის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ "ატლეტიკოს", რომელიც საჩემპიონო ბრძოლაში "ბარსელონას" ერთადერთ კონკურენტად მოიაზრება, 34-ე ტურის შემდეგ, კატალონიელებზე ერთით მეტი თამაში არ ჰქონოდა ჩატარებული და პირველობისთვის დაპირისპირებას ბუნებრივი სიმწვავე შეენარჩუნებინა.

"ბარსელონასა" და "სევილიას" გადამწყვეტი დაპირისპირება 21 აპრილს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    GGG111
    სტუმარი [?]
    #8 13 თებერვალი 2018 15:54
    0
    რა აზრიაქ სად იქნებაა მოვიგოთ რაც მთავარიაა :D
    Culé [?]
    #7 13 თებერვალი 2018 09:03
    0
    რახან მესტალია აღარ იქნება რაღა გვიჭირს
    Culé [?]
    #6 13 თებერვალი 2018 08:27
    0
    დაამრგვალეთ ე კამპ ნოუ 100 000-მდე რა არის რა უბედურებაა
    temo24
    სტუმარი [?]
    #5 12 თებერვალი 2018 23:29
    0
    მთავარია წვიმამ არ შეგვიშალოს ხელი
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 12 თებერვალი 2018 21:57
    0
    ჩვენია კოპა დელ რეი
    Culé [?]
    #3 12 თებერვალი 2018 21:51
    0
    მაგარი სტადიონია
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 12 თებერვალი 2018 21:06
    0
    მთავარია მოვიგით შულ ერთია სადდ იქნებაააა
    მასტერსპორტა
    სტუმარი [?]
    #1 12 თებერვალი 2018 21:03
    0
    იმედია საზარელი წვიმა არ იქნება