2 წელია, "ბარსელონას" კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გოლი არ გასულა
ოთხშაბათს ორი წელი შესრულდება იმ დღიდან, როცა "ბარსელონამ" ლა ლიგაში უკანასკნელად გაუშვა გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ.
ეს 2016 წლის 14 თებერვალს მოხდა. კატალონიელები საკუთარ მოედანზე "სელტას" ეთამაშებოდნენ. გუნდი მინიმალური სხვაობით იგებდა, პირველი ტაიმის ბოლოს კი კლაუდიო ბრავოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გალისიელთა ფორვარდმა, ჯონ გუიდეტიმ გამოიყენა. საბოლოოდ, ის შეხვედრა "ბარსამ" დიდი ანგარიშით, 6-1 მოიგო.
ამის შემდეგ "ბლაუგრანამ" ესპანეთის ჩემპიონატში 76 მატჩი ჩაატარა და ერთი პენალტიც არ გაუშვია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]