გილერმო ამორი: კარგია, რომ "ატლეტიკოსთან" 7 ქულიანი სხვაობა გვაქვს

  • 12-02-2018, 14:49
  • გილერმო ამორი: კარგია, რომ "ატლეტიკოსთან" 7 ქულიანი სხვაობა გვაქვს

    "ბარსელონას" დირექტორი, გილერმო ამორი მიიჩნევს, რომ ლა ლიგაში მე-2 ადგილოსან "ატლეტიკოსთან" სხვაობის 7 ქულამდე შემცირება ცუდი შედეგი არ არის. 

    "ხეტაფესთან" მოგება შეგვეძლო, რადგან მომენტები გვქონდა, თუმცა ფავორიტი ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნება, ფეხბურთში ასე ხდება. პირველ ტაიმში გუნდი ძალიან ნელი ტემპით თამაშობდა, მეორე ნახევარში ფეხბურთელები უფრო აჩქარდნენ, მაგრამ მეტოქემ მათთან გამკლავება მაინც შეძლო. იყო ეპიზოდი, როცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამაზე კამათი შეიძლებოდა, თუმცა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

    არბიტრს არაფერს დავაბრალებთ, არც იმას ვიტყვით, რომ ცუდი დღე გვქონდა. "ბარსელონა" საერთო ჯამში კარგად თამაშობს და ასეც გაგრძელდება. 7 ქულა საკმაოდ კარგი სხვაობაა, თანაც "ატლეტიკომ" "კამპ ნოუზე" უნდა ითამაშოს. სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის პოზიტიურად უნდა განვეწყოთ". - აცხადებს ამორი. 

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guro messi წევრი [?]

    12 თებერვალი 2018 18:37

    ატლეტიკოს უეჭველი მოვუგებთ

    0
    გასულია
    cruyff9 ფანი [?]

    12 თებერვალი 2018 16:54

    ციტატა: bagratichi
    რამდენი დირექტორიყავს ამ ბარსასაც ეს ვიღაა

    AMORZE roityvi es vinghaoo ))))))

    0
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    12 თებერვალი 2018 16:43

    არა მგონია დაგვეწიოს

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    bagratichi
    bagratichi სტუმარი [?]

    12 თებერვალი 2018 16:19

    რამდენი დირექტორიყავს ამ ბარსასაც ეს ვიღაა

    0
    გასულია
    Anastasia13 გულშემატკივარი [?]

    12 თებერვალი 2018 15:15

    რეალს უყურებდნენ ამდენი ხანი და ვსო ჩემპიონები ვართო და ატლეტიკო სულ დაივიწყეს გამოფხიზლდით! angry

    0
    გასულია
    temo24 გულშემატკივარი [?]

    12 თებერვალი 2018 15:11

    მთავარია ახლა 7 ქულიანი სხვაობა შევინარჩუნოთ თუ გავზარდეთ კიდე ხო მთლად უკეთესი

    0
    გასულია
    Cule Is Always Elegant წევრი [?]

    12 თებერვალი 2018 14:58

    თუ მსაჯისთვის არაფრის დაბრალება არ გინდათ, მაშინ რისთვის ახსენე საერთოდ? თუ კითხვა არ დასვეს..

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge