პირველი ტაიმი ზუსტი დარტყმის გარეშე - პირველად 2012 წლის შემდეგ...

  • 11-02-2018, 20:19
  • პირველი ტაიმი ზუსტი დარტყმის გარეშე - პირველად 2012 წლის შემდეგ...

    "ბარსელონასა" და "ხეტაფეს" შორის ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ უინტერესო გამოდგა. სტუმართა მსგავსად, სახიფათო მომენტების შექმნას ვერც მასპინძლები ახერხებენ.

    საწყის 45 წუთში კატალონიელთა ანგარიშზე 0 ზუსტი დარტყმაა. ასეთი რამ, "კამპ ნოუზე" გამართულ ლა ლიგის მატჩში ბოლო 2012 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" მასპინძლობდა. მას შემდეგ, კატალონიური კლუბი, საკუთარ მოედანზე ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში, მეტოქის კარში ზუსტად დარტყმას პირველივე ტაიმში ყოველთვის ახერხებდა.

    თეგები: ხეტაფე რეალი

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guro messi წევრი [?]

    12 თებერვალი 2018 18:17

    არ გვინდა პანიკს.უბრალოდ ფრე გავაგორეთ.დარწმუნებული ვარ ეს გუნდზე არანაირად არ იმოქმედებს.ლა ლიგას კი წაუგებლად დავასრულებთ

    0
    საიტზეა
    messi and iniesta Culé [?]

    11 თებერვალი 2018 22:22

    აუ რა კარგად გვითამაშია DDD

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    11 თებერვალი 2018 21:48

    ძალინ ტაქტიკურად ვთამაშობთ!!

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge