ბარსელონა-ხეტაფე - პრევიუ

  • 11-02-2018, 14:44
  • ბარსელონა-ხეტაფე - პრევიუ

    დღეს, თბილისის დროით 19 საათსა და 45 წუთზე, "ბარსელონა" "ხეტაფეს" დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.

    სავარაუდო შემადგენლობები:

    დანაკლისი:

    "ბარსელონა" - ანდრე გომეში, ტომას ვერმალენი, სამუელ უმტიტი (დისკვალიფიკაცია), უსმან დემბელე (საეჭვო).

    "ხეტაფე" - მარკელ ბერგარა

    გუნდების სიახლეები:

    - "ესპანიოლთან" მიღებული დაზიანების მიუხედავად, ჟერარ პიკე "ბარსას" ძირითად შემადგენლობაში მაინც ხვდება;

    - უმტიტის და ვერმალენის არყოფნის გამო, ცენტრალურ დაცვაში პიკეს მეწყვილე იერი მინა იქნება, რომელსაც ლა ლიგაში ჯერ არ უთამაშია;

    - "ხეტაფეს" დაუბრუნდა დამიენ სუარესი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრავმირებული იყო;

    - მადრიდული კლუბის შემადგენლობაში, შესაძლოა, მატიე ფლამინის დებიუტი შედგეს, რომელიც გუნდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და რომელსაც "კამპ ნოუზე" თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

    ურთიერთშეხვედრები:

    ბოლო 4 წლის განმავლობაში "ბარსელონა" "ხეტაფეს" 6-ჯერ დაუპირისპირდა და მეტოქე 4-ჯერ დაამარცხა, 2 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. გასულ სეზონში ამ გუნდების შეხვედრა არ შემდგარა, რადგან "ხეტაფე" სეგუნდა დივიზიონში იყო დაქვეითებული.

    მდგომარეობა სატურნირო ცხრილში:

    22 ტურის შემდეგ "ბარსა" 58 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარს, მადრიდის "ატლეტიკოს", რომელმაც ამ ტურში უკვე ითამაშა, 6 ქულით უსწრებს. რაც შეეხება "ხეტაფეს", ეს გუნდი 29 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

    როგორ დასრულდება შეხვედრა?

    "ბარსელონა" მოიგებს - 52 (100%)
    100%
    ფრე - 0 (0%)
    0%
    "ხეტაფე" მოიგებს - 0 (0%)
    0%
    თეგები: ხეტაფე

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    10 - 11 თებერვალი 2018 18:04

    რაღაც არამგონია 4-3-3ით ითამაშონ

    0
    გასულია

    9 - 11 თებერვალი 2018 17:27

    ძველ სტილს უბრუნდება ვალიკო, რაც ნამდვილად მახარებს, ღმერთით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. და თამაშის შემდეგ მოგილოცავთ

    0
    გასულია

    8 - 11 თებერვალი 2018 16:35

    mixvda valiko rogorc iqna 4-3_3 yeess

    0
    გასულია

    7 - 11 თებერვალი 2018 16:14

    ციტატა: Barca-Camp nou
    Silk universalze ianeba vjnc icit damiwedet ra

    არ იქნება სილქ უნივერსალზე !

    0
    გასულია

    6 - 11 თებერვალი 2018 16:07

    დანაკლისი:

    "ბარსელონა" - ანდრე გომეში, ტომას ვერმალენი, სამუელ უმტიტი (დისკვალიფიკაცია), უსმან დემბელე (საეჭვო)

    მე მგონი, გომეში დანაკლისებში კი არ უნდა ეწეროს, რამე ახალი სახელი მოუძებნონ, მაგ. "მოედანზე არ იქნება და გუნდს ხელს არ შეუშლის"

    0
    Barca-Camp nou

    5 - 11 თებერვალი 2018 16:05

    Silk universalze ianeba vjnc icit damiwedet ra

    0
    გასულია

    4 - 11 თებერვალი 2018 15:18

    5-0 ვიგებთ

    0
    გასულია

    3 - 11 თებერვალი 2018 15:12

    ბოლო 20 წუთი შემოვა დემბო უეჭველად

    0
    გასულია

    2 - 11 თებერვალი 2018 15:01

    ეს პიკეს სასტარტოში დაყენება რაიყო ეხლა მაგის გარეშე ვერუნდო მოუგოს ხეტაფეს? თუ მაინცდამაინც ჩელსისთან თამაშამდე საერთოდ უნდა მოტეხოს ის ფეხი? თან ხეტაფე ძან ცუდ ფეხბურთს თამაშობს

    0
    გასულია

    1 - 11 თებერვალი 2018 14:57

    მაინც ვფიქრობ რომ პიკეს არა აქვს ისეთი ტრავმა როგორც იწერება...და თუ ვცდები ვაიდა მაშინ გამიზეზების შემთხვევაში ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდებით...ჩელსისთან აუცილებლად გვჭირდება

    0
    Loading...

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა