მაქსველი: ”კლასიკოს ბედს მცირე დეტალები გადაწყვეტენ”

მაქსველი: ”კლასიკოს ბედს მცირე დეტალები გადაწყვეტენ”

მაქსველმა კომენტარი გააკეთა ელ კლასიკოს თარიღის გადადებასთან დაკავშირებით. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ მეტოქეების ძალების თანაფარდობის გამო მნიშვნელობა ყველა დეტალს აქვს.

მაქსველი: ”ორშაბათი კლასიკოსთვის უჩვეულო დღეა. მიუხედავად იმისა, თუ რომელ დღეს მოგვიწევს თამაში მნიშვნელოვანია, რომ კარგად მოვემზადოთ. ჩვენი გულშემატკივრები სტადიონზე იქნებიან, ხოლო ვისაც შორიდან უწევს ჩამოსვლა გაუჭირდებათ. სტადიონი სავსე იქნება, ამიტომაც ჩვენ საუკეთესო თამაშის ჩვენება მოგვიწევს. უკეთესია ლამაზი სტილით გამარჯვება, მაგრამ ჩვენ ვიცით რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მატჩში 3 ქულას. ორივე გუნდი ერთნაირად ძლიერია და ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტენ. ჩვენი თვითრწმენა დიდად გაიზრდება მადრიდის ”რეალის” დამარცხების შემთხვევაში”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.