გვარდიოლამ მე-100 გამარჯვება იზეიმა

  • 11-11-2010, 20:20
  • გვარდიოლამ მე-100 გამარჯვება იზეიმა


    - ”სეუტას” განადგურებამ (5:1) ხოსეპ გვარდიოლას მე-100 გამარჯვება მოუტანა. 2008/09 სეზონში გვარდიოლამ 42 მატჩი მოიგო, 2009/10 სეზონში 45 და მიმდინარე სეზონში 13.

     - მოგებული მატჩების სტატისტიკა 71.9%-ს შეადგენს. 139 მატჩში 100 გამარჯვება. ამასთან ერთად გუნდმა გაიტანა 298 გოლი და გაუშვა მხოლოდ 53.

     - აბიდალს, მესის, მილიტოს და სერხი რობერტოს მიმდინარე სამეფო თასზე დებიუტი ჰქონდათ.

     - ამ მატჩში პინტომ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაუშვა. წინა მატჩებში ”კოპენჰაგენთან” (2:0) და ”სეუტასთან” (0:2) პინტოს გოლი არ გაუშვია.

     - ვალდესი ამ სეზონში პირველად იჯდა სათადარიგო სკამზე.

     - მარკ ბარტრა გახდა პირველი ფეხბურთელი ”ბარსელონა ბ”-დან, რომელმაც პირველ გუნდში თამაშისას ყვითელი ბარათი მიიღო.

     - ბოიანმა გაიტანა პირველი გოლი მას შემდეგ, რაც მაისურზე ახალი ნომერი აქვს. სეზონში პირველი გოლები ასევე ნოლიტომ და მილიტომ გაიტანეს. ამას გარდა მილიტომ კლუბში ასპარეზობის პერიოდში მეორე გოლი გაიტანა. პირველი გოლი მან 2007 წლის 24 ნოემბერს, ”რეკრეატივოს” წინააღმდეგ გაიტანა (3:0).

     - პედრო არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ”სეუტას” გოლი ორივე მატჩში გაუტანა.

     - სერხი რობერტო გახდა მე-5 ფეხბურთელი, რომელსაც ამ სეზონში მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. მანამდე ”სევილიასთან” სუპერთასის თამაშში დებიუტი ჰქონდათ მინიოს, სერხი გომესს და ორიოლ რომეუს. ”მალიორკასთან” შედგა ნოლიტოს დებიუტი.

     - ასევე აღსანიშნია ლეო მესის თამაში. ის არის მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელი, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა და გოლი გაიტანა. ამისთვის მას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა.

     - მესი ასევე უახლოვდება 2007/08 სეზონის მიღწევას: მან გოლი ბოლო 6 მატჩში გაიტანა. (”კოპენჰაგენთან”, ”სარაგოსასთან”, ”სევილიასთან”, ისევ ”კოპენჰაგენთან”, ”ხეტაფესთან” და ”სეუტასთან”)

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge