2010-2011 წლის სეზონის ოფიციალური ფოტო

2010-2011 წლის სეზონის ოფიციალური ფოტო

დღეს დილით, ვარჯიშის დაწყებამდე''ბარსელონამ'' სეზონის ოფიციალური ფოტო გადაიღო, როგორც ''ბლაუგრანა'' ასევე კლასიკურ ფორმაში. ფოტოსესია საკმაოდ ხალისიანი გამოვიდა. თავდაპირველად ფეხბურთელებმა ბევრი იწვალეს პიჯაკის ღილების შეკვრაზე, შემდეგ კი პრობლემა გახდა ადგილის მოძებნა, ვერ გაიგეს ვინ სად ან როგორ უნდა დამდგარიყო. საბოლოო ჯამში სურათი მაინც გადაიღეს. ახლა ჯერი ''ბლაუგრანას'' ფორმაზე მიდგა, რაც ფეხბურთელებისათვის უფრო იოლი აღმოჩნდა. ფოტოსესიაში მონაწილეობა პეპ გუარდიოლამ და სანდრო როსელმააც მიიღეს.

დასრულდა ფოტოსესია და ფეხბურთელებმა სავარჯიშოდ ''მინი-ესტადიზე'' გადაინაცვლეს. დავიდ ვილიასთვის ეს პირველი ტრენინგი იყო ''მინი-ესტადიზე'', ვიქტორ ვალდესმა მას ასეთი სიტყვებით გააცნო ეს ადგილი: ''ეს ის მიწაა, სადაც ჩვენ დავიბადეთ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.