ვარჯიში "მინი ესტადიზე"

  • 11-11-2010, 18:09
  • ვარჯიში "მინი ესტადიზე"

    "სამეფო თასის" მატჩის შემდეგ, გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა. ახლა ფეხბურთელები "ვილიარეალთან" შეხვედრისთვის ემზადებიან. გუნდმა ვარჯიში "მინი ესტადიზე" გამართა. მაქამდე კი ფეხბურთელებმა "ნოუ კამპზე" კლუბის 2010/11 სეზონის ოფიციალური ფოტო გადაიღეს...

    ვარჯიში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ფეხბურთელებმა ძირითადად აღდგენითი სამუშაოები ჩააატარეს. "მინი ესტადიზე" გუნდის 16–მა ფეხბურთელმა ივარჯიშა, ხოლო ტრავმირებულმა მილიტომ, ადრიანომ და პიკემ სავარჯიშო დარბაზში გამართეს ვარჯიში.

    ხეფრენი პროგრესს განიცდის. იგი ნელ–ნელა მწყობრში დგება, რაც მის დღევანდელ ვარჯიშზეც აისახა. იგი დასვენებულ ფეხბურთელებთან ერთად ბურთის კონტროლსა და ბურთის ფლობაზე ვარჯიშობდა.

    პირველი გუნდის ფეხბურთელების გარდა, "მინი ესტადიზე" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებმაც ივარჯიშეს. "ბარსა ბ"–დან ვარჯიშზე ჯონათან დოს სანტოსი, ფონტასი, ბარტრა და ტიაგო იმყოფებოდნნ. "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელების გარდა ვარჯიში რაფა ალკანტარამ და დეულოფიმ გამართეს. ასე, რომ დღეს ჩვენ
    "მინი ესტადიზე" 2 ძმის, ტიაგოსა და რაფას ხილვა შეგვეძლო.

    სურათები













    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge