"ბარსელონა"–"სეუტა", გვარდიოლა მატჩის შემდეგ

  • 11-11-2010, 15:42
  • "ბარსელონა"–"სეუტა", გვარდიოლა მატჩის შემდეგ
    მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" ესპანეთის თასის ეგიდით გამართულ მატჩში, 5–1 გაანადგურა "სეუტა". კატალონიელთა მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით: " მე კმაყოფილი ვარ შედეგით და მიხარია, რომ გუნდი "დელ რეის" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა. ჩემი სურვილია, რომ გუნდმა იგივე ხარისხით გააგრძელოს თამაში, როგორც ახლა თამაშობს და მჯერა, რომ ამის შედეგად წარმატებას მივაღწევთ." პეპმა ასევე კომენტარი გააკეთა მათი მოწინააღმდეგის, "სეუტასთნ" დაკავშირებით: " ეს ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. როდესაც მათ ბურთი აქვთ შეუძლიათ სახიფათოთ შეტევა. მატ გოლიც კი გაგვიტანეს, თუმცა ჩვენ ხუთი გავუტანეთ. მშვენიერი გუნდია, წარმატებას ვუსურვებ. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ ლეო მესიმ მოედანზე შეყვანა თვითონ მთხოვა. მას ყოველთის თამაში უნდა და ამას ვაფასებ." ამ თამაშის სანახავად "კამპ ნოუზე" 39,000 ადამიანი შეიკრიბა: " მე იმედი მაქვს, რომ მათ ისიამოვნეს თამაშით. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საკუთარ გულშემატკივრებს." გვარდიოლა კვლავ აქებს ტიაგო ალკანტარას: " ის კარგად პროგრესიბებს და სწრაფად უმატებს. მას ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც მის ტალანტზე მეტყველებს. ის ახლაგაზრდა და სწრაფია," დაასრულა გვარდიოლამ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge