სერხი რობერტო – მომავლის მოთამაშე

სერხი რობერტო – მომავლის მოთამაშე

სერხი რობერტო გახლდათ "სეუტასთან" მატჩამდე ერთადერთი გამოძახებული ფეხბურთელი პირველ გუნდში იმ 5 ფეხბურთელიდან, რომელსაც არ ჰქონდა ჩატარებული არც ერთი მატჩი პირველი გუნდის მაისურით.

იმის მიუხედავად, რომ სერხი რობერტო ძალზე პატარაა (დაბადებული 1992 წელს) იგი მაინც ერთ–ერთ წამყვვან ფეხბურთელად ითვლება "ბარსა ბ" – ში. იგი ნახევარდაცვის ლიდერია ჯონათანდან და ტიაგოსთან ერთად მეორე გუნდში. იგი ნამდვილად იდეალური ფეხბურთელია, კარგად თამაშობს შეტევაში, აქვს კარგი დარტყმა, ამარაგებს ფორვარდებს კარგი პასებით, კარგად თამაშობს თავით, ასევე ეხერხება დაცვაშიც ბურთის ართმევა მეტოქისათვის.

სერხის ლუის ენრიკე ენდობა, ნდობა არამარტო მან არამედ უკვე პეპ გვარდიოლამაც გამოუცხადა, იგი დიდი ხანია აკვირდება ამ ფეხბურთელს და შესაძლოა სულ მალე პირველ გუნდშიც უფრო ხშირად დაიმატოს მნიშვნელოვან თამაშებში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.