"ბარსელონასთან" მატჩში "ჩელსის", შესაძლოა, ლუის ენრიკემ უთავკაცოს

"ბარსელონასთან" მატჩში "ჩელსის", შესაძლოა, ლუის ენრიკემ უთავკაცოს

ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" მომდევნო მეტოქის, ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს დანიშვნის საკითხი კვლავ აქტუალურია.

კატალონიური Sport, ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ არაა გამორიცხული, ესპანელმა სპეციალისტმა "ლურჯები" უახლოეს მომავალში ჩაიბაროს და "ბარსელონას" წინააღმდეგ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი სწორედ ის იყოს.

ლონდონელთა ხელმძღვანელობის ანტონიო კონტეთი უკმაყოფილების მიზეზი გასაგებია - "ლურჯები" საშინელ ფორმაში არიან და ბოლო 9 თამაშიდან მათ მხოლოდ 2 მოიგეს. უკანასკნელ შეხვედრაში, რომელშიც "ჩელსიმ" "ბორნმუთს" უმასპინძლა, ლონდონელები 0:3 განადგურდნენ.

"ბარსელონას" გულშემატკივრებს შეხსენება არ სჭირდებათ, თუ რა როლი აქვს კლუბის ისტორიაში ლუის ენრიკეს. 1996 წელს, ის კატალონიაში მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. "ბარსელონაში" ჩატარებულ 8 სეზონში ენრიკემ გუნდის მაისური 300-ჯერ მოირგო და 109 გოლი გაიტანა. მის აქტივში 7 ტიტულია.

"ბარსელონაში" კიდევ უფრო წარმატებული იყო ლუის ენრიკეს სამწვრთნელო კარიერა. პირველივე სეზონში მან გუნდს სამივე ტიტული მოაგებინა. სულ, 3 სეზონში, ენრიკეს გუნდმა თავი 9 ტიტულს მოუყარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    georg
    სტუმარი [?]
    #11 3 თებერვალი 2018 20:37
    0
    ჩელსი არ ვიცი, მაგრამ არსენალს კი დახატავდა. ბარსაში ნამუშევარი და გამოცდილი, ადვილად მოერგებოდა მეთოფეებს.
    Culé [?]
    #10 3 თებერვალი 2018 18:59
    0
    ისე მართლა ცუდ ფორმაშია ჩელსი
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #9 3 თებერვალი 2018 18:52
    0
    ტრიპლეტის შემსრულებელი kissing_heart
    Culé [?]
    #8 3 თებერვალი 2018 18:38
    0
    enrike chelsishi da ancheloti arsenalshi magari iqneba
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #7 3 თებერვალი 2018 18:19
    0
    სადაც არ უნდა იყო წარმატებები
    PoPoSha10
    სტუმარი [?]
    #6 3 თებერვალი 2018 17:26
    0
    ციტატა: msd2004
    dembele gveyoleba pirveli matchistvis?

    ციტატა: msd2004
    dembele gveyoleba pirveli matchistvis?

    კი 100 %
    msd2004
    სტუმარი [?]
    #5 3 თებერვალი 2018 17:22
    0
    dembele gveyoleba pirveli matchistvis?
    Quentin Tarantino
    სტუმარი [?]
    #4 3 თებერვალი 2018 15:43
    0
    Enrike iqneba tu vinc iqneba araqvs mnishvneloba..mtavaria ar sheicvalon mwvrtneli...imitokiara ro cudia konte...ubralod axali mwvrtneli ro modis gundi yoveltvis gaormagebuli dzalebit tamashibs tavidan.da argvawyobs chventan tamashis win ro atamashdes chelsea...ise agar maxsovs zustad da chelseam ro gamigvagdo ligidan bolos di mateo axali misuli ar iyo mand???
    Anastasia13
    სტუმარი [?]
    #3 3 თებერვალი 2018 15:38
    0
    Admin gadmogdo halas adminma zgaprebis shetxvzva laughing
    მესი სუარესი 10 9
    სტუმარი [?]
    #2 3 თებერვალი 2018 15:32
    0
    ენრიkე არა ქეცბაია
    Culé [?]
    #1 3 თებერვალი 2018 15:29
    0
    დარხეული გვაქ თუ ეს ინფო ასრულდა