სერჟი სამპერი "ბარსელონაში" დაბრუნდა

სერჟი სამპერი "ბარსელონაში" დაბრუნდა

"ბარსელონას" ნახევარმცველი, სერჟი სამპერი, რომელიც იჯარის წესებით "ლას-პალმასში" თამაშობდა, მძიმე ტრავმის გამო კატალონიურ კლუბში დაბრუნდა.

"ლას-პალმასის" ოფიციალური საიტის ცნობით, 22 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც კანარულ კლუბში მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო, იანვარში, "ეიბართან" დაპირისპირებაში ტერფი დაიზიანა და თამაშს სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს. ადრე სამპერმა ასევე ბარძაყის კუნთის დაჭიმვის გამო ერთი თვე გამოტოვა.

"ლას-პალმასი" სამპერს მადლობას უხდის ძალისხმევისა და პროფესიონალიზმისთვის და მას წარმატებებს უსურვებს, როგორც ცხოვრებაში, ისევე საფეხბურთო მოედანზე." - წერია ესპანური კლუბის განცხადებაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 2 თებერვალი 2018 19:20
    0
    აუ რა კაი ამბავია