"უოტფორდში" დეულოფეუს დებიუტი შედგა

  • 1-02-2018, 12:14
  • "უოტფორდში" დეულოფეუს დებიუტი შედგა

    ჟერარ დეულოფეუს, რომელიც "ბარსელონადან" "უოტფორდში" იჯარით 29 იანვარს გადავიდა, 2 დღის შემდეგ ახალი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა.

    გუშინ, "უოტფორდი" "სტოკ სიტის" ეწვია. თამაში უგოლოდ დასრულდა.

    დეულოფეუ სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მან მოედანზე 88 წუთი დაჰყო. 23 წლის ესპანელმა კარში ერთხელ დაარტყა (არაზუსტად), გააკეთა 18 პასი (10 ზუსტი), საჯარიმოში ბურთი ჩააწოდა 3-ჯერ (ერთხელ ზუსტად), განახორციელა 3 დრიბლინგი და მეტოქეს ბურთი 2-ჯერ აართვა.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 1 თებერვალი 2018 17:44

    იქაც ჩაიჯვა ტიპმა

    0