ხოსე ლუის ჩილავერტი: მომდევნო მესი მხოლოდ ათასი წლის შემდეგ გამოჩნდება

  • 31-01-2018, 03:47
  • ხოსე ლუის ჩილავერტი: მომდევნო მესი მხოლოდ ათასი წლის შემდეგ გამოჩნდება

    ლეგენდარული პარაგვაელი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი, არგენტინის ნაკრებთან და ლიონელ მესისთან დაკავშირებით, საინტერესო განცხადებას აკეთებს.

    "არგენტინის ნაკრები, მესის გარეშე, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფიდანაც კი ვერ გავა. გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან: აგუერო, იგუაინი, დი მარია, დიბალა. თუმცა, სხვაობა ისაა, რომ ისინი თამაშებს არ იგებენ. თამაშებში სხვაობას ლიონელი ქმნის. მაშინაც კი, როდესაც ის უბრალოდ დგას, მეტოქეს მისი ეშინია.

    მინდა, რომ არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდეს და მოიგოს. რატომ? მესის გამო, რადგან მე მისი ფანი ვარ. ის სხვა პლანეტიდანაა, კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი კი დედამიწელები არიან. სწორედ ესაა განსხვავება. როდესაც მესი ფეხბურთიდან წავა, ყველა ვიტირებთ. მომდევნო მესი მხოლოდ ათასი წლის შემდეგ გამოჩნდება." - ციტირებს ჩილავაერტის სიტყვებს La Nacion.

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    31 იანვარი 2018 17:19

    ციტატა: neo222
    ამას რო გოლები აქ გატანილი იმდენი ლარიანი მომცა :D


    ეს მეკარე იყო და არამგონია 100 ლარი მოგიგროვოს, რამდენიც მოიგერია რო გეთქვა ათასებს იშოვიდი.

    0
    გასულია
    ბათუმსკი92 წევრი [?]

    31 იანვარი 2018 16:44

    ეხლა ვიტირებ disappointed_relieved disappointed_relieved disappointed_relieved

    0
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    31 იანვარი 2018 14:28

    რახაც არა მგონია მაგრამ მე ვისურვებდი

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    neo222 Culé [?]

    31 იანვარი 2018 13:57

    ამას რო გოლები აქ გატანილი იმდენი ლარიანი მომცა :D

    0
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    გასულია
    me da barca Culé [?]

    31 იანვარი 2018 13:43

    გაიგე კრისტი? თავი საუკეთესო რომ გგონია.

    0
    გასულია
    დონ პიკე წევრი [?]

    31 იანვარი 2018 12:52

    შენ როგორც მეკარე მაგრა მევასებოდი და ეხლა როგორც კაცი უფრო მეტად ჩამივარდი გულში..

    0
    გასულია
    cruyff9 ფანი [?]

    31 იანვარი 2018 11:53

    Sagolll chilaa jigari xar

    0
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    31 იანვარი 2018 08:54

    ჩილავერტი მაგარიააა <3

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied