"ბარსა ბ"-მ, შესაძლოა, "არსენალის" 18 წლის ნახევარმცველი დაიმატოს
ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მალე, შესაძლოა, "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველი, მარკუს მაკ-გუეინი ვიხილოთ. 18 წლის მაკ-გუეინი ლონდონის "არსენალის" აკადემიის წევრი 2005 წლიდანაა, ძირითად გუნდში კი ის მიმდინარე სეზონში დაწინაურდა. "მეთოფეებს" მასთან დაკავშირებით შეთავაზება უკვე ჰქონდათ, კერძოდ, გლაზგოს "რეინჯერსიდან", მაგრამ მათ შოტლანდიელები უარით გაისტუმრეს.
მარკუსს ინგლისის და ირლანდიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნათამაშები, "არსენალის" შემადგენლობაში კი მოედანზე ის მხოლოდ ერთხელ, "ბატეს" წინააღმდეგ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში გამოვიდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]