ინიესტამ და მასკერანომ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

  • 22-01-2018, 19:20
  • ინიესტამ და მასკერანომ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

    "ბარსელონა" კოპა დელ რეის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

    "ბეტისთან" შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ (5-0) გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა.

    როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანამ" პირველი მატჩი კატალონიურ დერბიში, "ესპანიოლის" წინააღმდეგ 0-1 წააგო და ეს ესპანეთის სუპერ თასის შემდეგ ვალვერდეს მიერ განცდილი პირველი მარცხია.

    "ბარსელონასთვის" სასიხარულო კი ის ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი მატჩის წინ გუნდთან ერთად ემზადება კაპიტანი ანდრეს ინიესტა და ხავიერ მასკერანოც. რაც შეეხება მის დანაკლისს, როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელ მატჩში ტომას ვერმაელენი დაზიანდა, რომელიც ტრავმის გამო 2-3 კვირას იუქმებს.

    ზედიზედ ორი საშინაო მატჩის წინ, ვალვერდემ გადაწყვიტა გუნდი 1 დღით დაასვენოს. ამის გამო, სავარჯიშო სესია ხვალ არ გაიმართება და "ესპანიოლთან" მატჩამდე ბოლოჯერ გუნდი ოთხშაბათს ივარჯიშებს.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    philipe coutinho ფანი [?]

    22 იანვარი 2018 22:36

    ციტატა: messi and iniesta
    ციტატა: M10 S9 D11
    ძაან კაია ინი რო დაბრუნდა იმედია შეძლებს ესპანიოლთან თამაშს დემბელეზე და კოუზე რა ისმის?

    არაფერი ვიცი ძმა

    კოუ ვარჯიშობს უკვე გუნდთან ერთად და მალევე ექნება დებიუტი და დემბელე ჯერ პირადადაც ვერ ვარჯიშობს და ცოტა დააგვიანდება ასე 15სთვის დაბრუნდება ალბათ

    0
    --------------------
    Forca Barca!!!
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    22 იანვარი 2018 21:54

    ციტატა: M10 S9 D11
    ძაან კაია ინი რო დაბრუნდა იმედია შეძლებს ესპანიოლთან თამაშს დემბელეზე და კოუზე რა ისმის?

    არაფერი ვიცი ძმა

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    22 იანვარი 2018 19:53

    მიდი ინო უნდა ამოაგდოთ ცეენზურა ესპანიოლი

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    matezhvania გულშემატკივარი [?]

    22 იანვარი 2018 19:44

    Coutinho iqnebaa bijeboo aricit vinmem ?? ( satadarigoze mainc shecvlaze roshemovides)

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge