ანტონიო ადანი: მესი ფეხბურთს უკეთესს ხდის

ანტონიო ადანი: მესი ფეხბურთს უკეთესს ხდის

"ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ, "რეალ ბეტისის" მეკარემ, ანტონიო ადანმა შეხვედრაზე ისაუბრა და ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"პირველ ტაიმში ის არ ჩანდა, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ელოდა. მეორე ტაიმში კი 4 გოლში მიიღო მონაწილეობა, 2-ჯერ თვითონ გაიტანა, 2 შემთხვევაში კი საგოლე პასი გააკეთა. მესი სპორტის ამ სახეობას ბევრად უკეთესს ხდის". - განაცხადა ადანმა. 

30 წლის კიპერი მადრიდის "რეალის" აღზრდილია, მაგრამ ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა. 2014 წლიდან ის "ბეტისის" წევრია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 22 იანვარი 2018 19:43
    0
    მესიმ და ინიესტამ შემაყვარა ფეხბურთი