MD: რაფინია მილანშია

MD: რაფინია მილანშია

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსელონას" ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა "ინტერში" ტრანსფერის დასასრულებლად მილანში გაემგზავრა.

კატალონიური წყაროს ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი უკვე მილანში იმყოფება. ის, სავარაუდოდ, დღევანდელ მატჩს, "ინტერსა" და "რომას" შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო.

გავრცელებული ცნობებით, რაფინია ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იტალიურ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერი" რაფინიას სეზონის ბოლომდე, 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით, იჯარით აიყვანს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 22 იანვარი 2018 02:50
    0
    სკამისთვის დატოვეთ ვინმე ტოო, კაი ეს და თურანი წავიდა. დეულოფეუ წავიდა ვიდალი წავიდა ვინ რჩება? სკამზე ვინ უნდა იჯდეს? სათასო და ნაკლებად მნიშვნელოვანი თამაშები ვინ უნდა Iთამაშოს? მესი ინიესტამ? 23 კაცი უნდა იყოს გუნდში და მთლად ყველას ნუ გაყრით. ამაში უფრო მეტი პოტენციალია ვიდრე გომეშში, რო არა ტრავმები და ის სათამაშო დრო ამას მიეღო რაც გომეშმა წაიღო შეიძლება სხვა დონეზე ყოფილიყო
    Culé [?]
    #1 22 იანვარი 2018 02:12
    0
    კაია იჯარით როგავუშვით ესკაცი არაგასაყიდი გამოგვადგება მომავალში რაფინა ბარსას სიამაყეა <3 sunglasses <3