19 ფაქტი ესპანეთის ჩემპიონატის 19 ტურიდან

  • 19-01-2018, 23:00
  • 19 ფაქტი ესპანეთის ჩემპიონატის 19 ტურიდან

    ესპანეთის ჩემპიონატის 19 ტურის გასვლის, ანუ პირველი წრის დასრულების შემდეგ, "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი განვლილი ნახევრიდან 19 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.

    1. "ბარსელონამ", 19 თამაშიდან 16 მოგიო
    2. ერნესტო ვალვერდემ, ამ 19 შეხვედრაში 22 ფეხბურთელი გამოიყენა
    3. ცხრამეტივე შეხვედრა შეუცვლელად მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და ლიონელ მესიმ ჩაატარეს
    4. "ბარსელონამ" "მონტილივიზე" ("ჟირონას" სტადიონი) და "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ("ატლეტიკოს" ახალი სტადიონი) ისტორიაში პირველად ითამაშა
    5. განვლილ 19 თამაშში "ბარსელონა" ბურთს, საშუალოდ, 63%-ის განმავლობაში ფლობდა
    6. 19 შეხვედრაში "ბარსამ" 52 გოლი გაიტანა
    7. თავად კი მხოლოდ 9 გაუშვა
    8. მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, 19 თამაშიდან კარი მშრალად 12-ში შეინახა
    9. "ბარსელონას" სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი 4-ჯერ დანიშნეს
    10. "ბარსელონას" წინააღმდეგ კი არცერთხელ
    11. 17 გატანილი გოლით, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესია
    12. "ბარსელონას" მიერ გატანილი 52 გოლიდან 4 თავური დარტყმით გავიდა. მათი ავტორები პიკე, პაულინიო, ლუის სუარესი და ბუსკეტსი არიან
    13. გატანილი 52 გოლიდან მხოლოდ ერთი გავიდა საჯარიმოს გარედან დარტყმით
    14. "ბარსელონამ" ერთზე მეტი გოლი სულ 2-ჯერ გაუშვა - "სელტასთან" (2:2) და "სოსიედადთან" (4:2)
    15. "ბარსელონამ" ყველაზე დიდი სხვაობით "ეიბარს" მოუგო (6:1)
    16. ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა (1 166) ივან რაკიტიჩმა გააკეთა
    17. ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის (8) ავტორი კი ლიონელ მესია
    18. გუნდს ბურთი ყველაზე მეტჯერ (128) სერჟიო ბუსკეტსმა მოუპოვა
    19. "ბარსელონას" ფეხბურთელებმა 32 ყვითელი ბარათი მიიღეს

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Mns007 წევრი [?]

    20 იანვარი 2018 03:06

    ციტატა: M10 S9 D11
    მშვენიერი სტატისტიკაა პროსთა შორიდან დარტყმების სტატისტიკა უნდა გამოსწორდეს ჩაკეტილი თმაშის დროს შრიდან უნდა ურტყან და მაგას კოუ მიხედავს რო დაბრუნდება

    კოუ მოაგვარებს მაგას პრემიერლიგაში საუკეთესო იყო საჯარიმოს გარედან გატანილი გოლებით

    0
    Coutinho.7
    Coutinho.7 სტუმარი [?]

    20 იანვარი 2018 01:38

    51 iyo sajarimoshi da 1 garedan saejvoa da is erti messis golia jarimadan ro gautana soseidans

    0
    გასულია
    Rokia96 წევრი [?]

    20 იანვარი 2018 01:33

    12-13 რო შეიცვალოს მაგარი იქნებოდა

    0
    გასულია
    metreveli_FCB წევრი [?]

    19 იანვარი 2018 23:42

    ციტატა: dshvelidze
    ციტატა: metreveli_FCB
    ციტატა: Don_Andresito
    მე 13 პუნკტს კოუ შეცვლის მალე

    რაკიტიჩი სუარესი პაულინიო უნდა ურტყავდნენ შორიდან მარა რატომღაც არ ურტყავენ და არამგონია კოუტინიოს არტყმევინონ არაა ბარსას სტილი ეგ

    ხო ბარსას სტილი არაა, მაგრამ უნდა ურტყან ხოლმე შორიდანაც რა. საჭიროა

    ჩაკეტილი თამაშის დროს უნდა იყოს შორიდან დარტყმები იმედია კოუ შეაწუხებს გუნდებს მაგით

    0
    --------------------
    არ მოკვდე ისე როგორც მე!!!
    გასულია
    metreveli_FCB წევრი [?]

    19 იანვარი 2018 23:14

    ციტატა: Don_Andresito
    მე 13 პუნკტს კოუ შეცვლის მალე

    რაკიტიჩი სუარესი პაულინიო უნდა ურტყავდნენ შორიდან მარა რატომღაც არ ურტყავენ და არამგონია კოუტინიოს არტყმევინონ არაა ბარსას სტილი ეგ

    0
    --------------------
    არ მოკვდე ისე როგორც მე!!!
    გასულია
    grizmann ფანი [?]

    19 იანვარი 2018 23:10

    ციტატა: Don_Andresito
    მე 13 პუნკტს კოუ შეცვლის მალე

    იასნა აბა რა

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    19 იანვარი 2018 23:05

    მე 13 პუნკტს კოუ შეცვლის მალე

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge