"ბარსელონა" და "რეალი" ფაბიან რუისით ინტერესდებიან

"ბარსელონა" და "რეალი" ფაბიან რუისით ინტერესდებიან

"ბეტისის" ნახევარმცველი, ფაბიან რუისი "ბარსელონასა" და "რეალის" ინტერესთა სფეროში შედის, იტყობინება AS.

ესპანეთის წამყვანი კლუბები მოთამაშის ტრანსფერზე ლიდერობენ. გასულ ზაფხულს, მადრიდელებმა კატალონიელები დანი სებალიოსისთვის ბრძოლაში დაამარცხეს.

სევილიურ კლუბს 21 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება და 40 მილიონ ევრომდე გამოსასყიდი თანხის გაზრდა სურს, რომელიც ამჟამად 15 მილიონ ევროს შეადგენს. მაგრამ რუისის წარმომადგენლები კონტრაქტში 25-30 მილიონის გაწერას მოითხოვენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 19 იანვარი 2018 01:10
    0
    სებალიოსი ნათელი მაგალითი იყო როგორ უნდა ახალგაზრდის განადგურება. დარწმუნებული ვარ მწარედ ნანობს, კაცმა ხან გოლი გაიტანა ხან რავი მარა 10 წუთზე მეტით არ შეუშვეს მოედანზე. ეხლა ტირის და უკან დაბრუნებას ითხოვს. ანუ კარიერა 1 წლით დაუპაუზდა. ბარსაში კიდე პაულინიო მოვიდა და ძირითადის კაცი გახდა. ნუ ბეტისი ჩვენ არ მოგვცემს რეალის მონა ხელმძღვანელობა ყავთ, პირველს რეალს შესთავაზებენ მარა ამას არტური ჯობს. დიდი არაფერი ფეხბურთელი არაა. არც ბეტისშI ჩანს მაინც და მაინც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 იანვარი 2018 23:55
    0
    15 მილიონად ნაჩუქარია ეს :დდდ
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly