ლუის სუარესი "ანოეტაზე" პირველი გოლის მოლოდინში

  • 14-01-2018, 18:18
  • ლუის სუარესი "ანოეტაზე" პირველი გოლის მოლოდინში

    "სოსიედადის" წინააღმდეგ დღევანდელ მატჩში განსაკუთრებით მოტივირებული "ბარსელონას" ურუგვაელი ფორვარდი, ლუის სუარესი უნდა იყოს: კატალონიელთათვის ისედაც უიღბლო სან სებასტიანში, "ესტადიო ანოეტაზე" სუარესს, რომელიც უკვე მე-4 წელია, ესპანეთში თამაშობს, ჯერ ერთი გოლიც არ აქვს გატანილი. არადა, ის "ბარსას" ამჟამინდელ შემადგენლობაში ერთ-ერთი მთავარი გამტანია.

    თუმცა, ეს არც ისე საგანგაშო შედეგია, რადგან სუარესს ამ სტადიონზე მხოლოდ 2-ჯერ აქვს ნათამაშები. "ანოეტა" ერთადერთი მოედანი არაა, რომელზეც ურუგვაელი გოლს ვერ იტანს. ამ სიაში კიდევ 3 საფეხბურთო არენა გვხვდება: "ბალაიდოსი" ("სელტა"), "რამონ სანჩეს პისხუანი" ("სევილია") და "ლა როსალედა" ("მალაგა").

    შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 14 იანვარი 2018 20:35

    ბასკები უნდა წაკუზო დღეს, მერე თუ გინდა შეჭამე.

    0
    გასულია

    4 - 14 იანვარი 2018 19:39

    სუა შენ და მესიმ უნდა შეჭამოთ დღეს სოსიადედი

    0
    გასულია

    3 - 14 იანვარი 2018 18:41

    უნდა ამოტენოთ შენ მესიმ და დემბომ სუაა... იმედია იმედებს არ გაგვიცრუებთ heart_eyes

    0
    --------------------
    4eveR BarCelOna ! ✌
    გასულია

    2 - 14 იანვარი 2018 18:32

    მიდი სუარეზ

    0
    გასულია

    1 - 14 იანვარი 2018 18:32

    აბა შარიკა დღეს შენ და მესიმ უნდა შეყაროთ.

    0