რობერტ ფერნანდესი "ლევანტე"-"სელტას" დაესწრო

  • 14-01-2018, 18:06
  • რობერტ ფერნანდესი "ლევანტე"-"სელტას" დაესწრო

    "ბარსელონას" ტექნიკური მდივანი, რობერტ ფერნანდესი ესპანეთის ქალაქებში მოგზაურობას და სხვადასხვა თამაშზე დასწრებას აგრძელებს. ამჯერად, ჟურნალისტებმა ის ვალენსიაში, "ლევანტე"-"სელტას" მატჩზე შენიშნეს. ფერნანდესთან ერთად იმყოფებოდა მისი მარჯვენა ხელი, ურბანო ორტეგა, ასევე ორივე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ვისენტე როდრიგესი.

    უცნობია, ვის აკვირდებოდნენ კატალონიური გრანდის წარმომადგენლები, ოფიციალური ინფორმაციით "ბარსა" ამ გუნდის არცერთი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებული არაა. რაც შეეხება შეხვედრას, ის ვიგოელებმა მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგეს. 

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 14 იანვარი 2018 22:56

    Achkarikam neta ra chaipikra?

    0
    გასულია

    1 - 14 იანვარი 2018 18:45

    ხო არაააა არავის არ აკვირდებოდა უბრალოდ ესპანეთის ორი ტიტანის თამაშს ადევნებდა თვალს laughing

    0