ხუან კარლოს უნსუე: პირველად ვიგრძენი, რომ მეტოქეს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით

  • 12-01-2018, 12:18
  • ხუან კარლოს უნსუე: პირველად ვიგრძენი, რომ მეტოქეს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით

    ვიგოს "სელტას" მთავარი მწვრთნელი ხუან კარლოს უნსუე, რომელიც წინა წლებში "ბარსელონაში" ლუის ენრიკეს თანაშემწედ მუშაობდა, აცხადებს, რომ ის, რაც კატალონიურ კლუბთან გუშინდელ შეხვედრაში მოხდა, მის კარიერაში პირველი შემთხვევაა.

    "ის, რაც ამ მატჩში მოხდა, რაღაც ექსტრაორდინალურია. ეს პირველი თამაშია, რომელშიც ვიგრძენი, რომ მეტოქეს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით. სხვა თამაშებთან შედარებით ჩვენი იდეები არ შეცვლილა, მაგრამ მეტოქის ოსტატობამ არანაირი შანსი არ დაგვიტოვა. მირჩევნია, ისე მოვკვდე, რომ საკუთარ იდეებზე უარი არ ვთქვა." - ციტირებს უნსუეს სიტყვებს Marca.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 12 იანვარი 2018 13:54

    უნსუემ არანაკლები კვალი დატოვა ბარსაში ენრიკესთან ერთად

    0
    --------------------
    -გაუჩო----ეტოო----მესი-
    გასულია

    4 - 12 იანვარი 2018 13:23

    ამის სული და გული ბარსაშია,ძალიან ბევრი იშრომა ამ კაცმა კლუბისთვის და პატივისცემას იმსახურებს.

    0
    გასულია

    3 - 12 იანვარი 2018 12:26

    joy joy igrceni insuu

    0
    გასულია

    2 - 12 იანვარი 2018 12:25

    უნსუ ჯიგარია ამან დიდი როლი ითამაშა ბარსას წარმატებაში და თავისი ნაწილიც დატოვა როგორც ცხონებულმა ტიტომ

    0
    --------------------
    Leo, Ini, Busi, Pique - Souls of Barca
    გასულია

    1 - 12 იანვარი 2018 12:20

    ისე წუხელ სელტას მეკარე მაგრა შემეცოდა, აი უიმედო სახე როგაქვს თავს ზემოთ რო ძალა არაა ეგ ეწერა სახეზე

    0