"ბეტისი" ფაბიან რუისს "ბარსელონაში" არ გაუშვებს

  • 11-01-2018, 13:12
  • "ბეტისი" ფაბიან რუისს "ბარსელონაში" არ გაუშვებს

    უკვე საკმაოდ დიდი ხანია, "ბარსელონა" "რეალ ბეტისის" ახალგაზრდა ნახევარმცველით, ფაბიან რუისითაა დაინტერესებული. კატალონიელები მას სარეზერვო გუნდში თამაშის კანდიდატად მოიაზრებენ, თუმცა, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რუისს პირველ გუნდში დაწინაურების იმედიც თავისუფლად შეიძლება, ჰქონდეს.

    სევილიელები ფეხბურთელს 12-15 მილიონ ევროდ აფასებენ, მაგრამ მისი "ბარსაში" გაშვება არ სურთ. ფაბიანისთვის "ბეტისი" ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომელშიც მისი გამოსასყიდი თანხის რაოდენობა ბევრად უფრო მაღალი იქნება. 21 წლის ნახევარმცველს, რომელიც ბევრი სხვა მონაცემის გარდა სიმაღლითაც გამოირჩევა (190 სმ), დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 11 იანვარი 2018 14:12

    ყანაზე სტატიების უმეტესობა იწყება ასე: ესპანურ (ან ბრიტანულ) გამოცემებზე დაყრდნობით ვწერ შემდეგ ზღაპარს. ბევრი იჯერებს და მიდის ლანძღვა-გინება. მწერლები ჯერ უცნობი სექტის წარმომადგენლები არიან.

    0
    გასულია

    2 - 11 იანვარი 2018 13:43

    ბიჭებო იერი მინას მთავარი პლიუსი არის თავით თამაში, რაც ბარსაში ძალიან გვაკლია.

    0
    გასულია

    1 - 11 იანვარი 2018 13:23

    რა ფაბიანი რა ნახევარმცველი :დ გაიკოტრებენ ესნეი თავს :დ

    0