კოუტინიო: რომ არა ჩემი ოჯახი, "ბარსელონაში" არ გადმოვიდოდი

  • 10-01-2018, 13:11
  • კოუტინიო: რომ არა ჩემი ოჯახი, "ბარსელონაში" არ გადმოვიდოდი

    "ბარსელონას" ახალწვეულის, ფილიპე კოუტინიოს თქმით, კატალონიურ კლუბში მის გადასვლაში უდიდესი როლი მისივე ოჯახს მიუძღვის.

    "რომ არა ჩემი ოჯახი, "ბარსელონაში" არ გადმოვიდოდი. პრეზენტაციის დროს დავინახე, რომ ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ. "კამპ ნოუს" შესასვლელში, სადაც "ბარსელონას" მაისური მომცეს, ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ. ოჯახი, ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

    ფეხბურთმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა და ამის წყალობით, ახლა შემიძლია უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვრო და საკუთარ ოჯახს დავეხმარო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

    ბარსელონაში დაახლოებით 5 თვე ვცხოვრობდი, როდესაც "ესპანიოლში" ვთამაშობდი. ეს შესანიშნავი ქალაქია.

    ლუის სუარესთან ერთად კვლავ თამაშის შესაძლებლობით ძალიან გახარებული ვარ. ჩვენ მეგობრები ვართ. ესპანურად კარგად ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ ლუისის წყალობით, კარგად მესმის." - ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს Sport.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 10 იანვარი 2018 14:12

    ციტატა: publius kornelius
    Ra maxinji coli yavs . jojoxetis mashxalaa

    აი რატოა მახინჯი ვითომ? :D

    0
    გასულია

    1 - 10 იანვარი 2018 13:16

    https://www.youtube.com/watch?v=SxIkacrDviM აქაა ეგ ინტერვიუ, ინგლისური ვინც იცით გაიგებთ :)

    0