"ბარსელონა" და "სევილია" ვიდალის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

  • 9-01-2018, 13:37
  • "ბარსელონა" და "სევილია" ვიდალის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

    28 წლის კატალონიელი მარჯვენა მცველის, ალეიშ ვიდალის ტრანსფერთან დაკავშირებით მის ყოფილ და ამჟამინდელ კლუბებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

    "სევილია" ვიდალის დაბრუნებით დაინტერესებულია, მაგრამ ანდალუსიელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა ისე სურთ, რომ გამოსყიდვის ვალდებულება არ ჰქონდეთ. "სევილიას" სურვილია, ვიდალმა თავისი შესაძლებლობები ჯერ მოედანზე დაამტკიცოს და კლუბმა მისი გამოსყიდვის შესახებ გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოს.

    კატალონიელებს ასეთი პირობები არ აწყობთ. "ბარსელონას" სურს, შეთანხმებაში სეზონის ბოლოს ფეხბურთელის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ჩაიდოს, რადგან კლუბს ვიდალის გაყიდვა აქვს განზრახული.

    ალეიშ ვიდალი "ბარსელონაში" 2015 წელს, სწორედ "სევილიადან" გადავიდა 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ. "ბარსელონას" მაისურით მან 41 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, აქედან 15 მატჩი და 2 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 9 იანვარი 2018 16:16

    10 ცოტაა ვიდალში ბართომეუ პიტალო

    0
    გასულია

    2 - 9 იანვარი 2018 14:32

    10 მილიონი რა არის სირცხვილია ბოლოსდა ბოლოს ვიდალი აწი ყოველ თამაშში პროგრესირებს და რაღაც სარგებელი მოაქ გუნდისთვის. წარსულს ჩაბარდა ის მომენტი ტრამვა რომ მიიღო და მოედანზე ვერ გადიოდა. დღეს სულ სხვა სიტუაციაა თავისუფლათ შეიძლება ვიდალის ნდობა პრინციპულ თამაშებში და ეს ხომ უნდა დაინახოს იმ დედაზე ადრე მოკითხულმა ბართომეუმ? თუ მაინცადა მაინც ყიდიან 25-30 მილიონამდე მაინც დაადაონ ფასი.

    0
    გასულია

    1 - 9 იანვარი 2018 14:09

    ჩვენ რატო ვყიდით ყველას ასე იაფად? :დ ბოლოს და ბოლოს ბარსელონაში ნათამაშები ხალხიაა :დ

    0