ოსკარ ტაბარესი: მესის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება არ სჭირდება

  • 9-01-2018, 12:54
  • ოსკარ ტაბარესი: მესის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება არ სჭირდება

    ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ლიონელ მესის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სჭირდება იმისათვის, რომ ფეხბურთის ლეგენდებს გაუთანაბრდეს.

    "მესიმ ეპოქა უკვე შექმნა. ამიტომ, მას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება არ სჭირდება. არ ვეთანხმები მათ, ვინც ფიქრობს, რომ დიდებულ ფეხბურთელად ქცევისთვის ლეოს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სჭირდება." - ციტირებს ტაბარესის სიტყვებს La Nacion.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 9 იანვარი 2018 14:42

    ისე ერთი რაღაცა მაინტერესებს თქვენ არგენტინის ფანები ხაართ თუ რადგან ლეო მესის ჭირდება მოგება იმიტომ ამბობთ???? კაით რაა მე ბარსას გადამკვდარი გულშემატკივარი ვარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო არგენტინას ვქომაგობ მესის გამო კი ბაზარი არაა მეც გამიხარდებოდა რომ მოიგოს მაგრამ მე ესპანეთის გულშემატკივარი ვარ და ესპანეთს დიდი შანსი აქ რო მსოფლიო დადოს გერმანია და საფრანგეთი თუ გაუწევს კონკურენციას თორე არც ბრაზილიაა უკლასნესი გერმანიამ გააპო ბოლო ბოლო ნახევარ ფინალში..... მთავარი ფავორიტები იქნებიან მსოფლიოზე:ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი პროსტა საფრანგეთს მწვრთნელი აკლია თორე რა სასტავი ყავს ყელამ იცის

    0
    გასულია

    3 - 9 იანვარი 2018 14:33

    კი ეგ მართალია მაგრამ ჩვენ გულებს ის გაუხარდება რომ მესიმ არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინოს.

    0
    გასულია

    2 - 9 იანვარი 2018 14:14

    მსოფლიოს მოგება სჭირდება,როგორ არა რონალდუზე საუკეთესოდ რომ აღიარონ,თორემ ბურთები ერთნაირად აქვთ,და სანაკრებოში რონალდას აქვს მეტი ტიტული.
    მაგრამ არგენტინა არაა მსოფლიოს მომგები 1% ითაც კი.
    ბეაზილია მოიგებს ჩემპიონატს.

    0
    გასულია

    1 - 9 იანვარი 2018 13:03

    აღარცააქვს ლეოს დიდი შანსი მსოფლიოს მოგების..კი თითქოს სახელები თამაშობენ არგენტინაში მაგრამ მესიმ რამე სასწაულები თუ არ აკეთაა მეეჭვება ასეთ ბრაზილიას გერმანიას საფრანგეთს და ესპანეთს გაუწიოს წინააღმდეგობა. შეტევა ყავს გუნდს აგრამ ერთი პოზიციის ხალხმა მოიყარა თავი თითქოს.. თანაც ჰიგუანი დიმარია და აგუეროო უკვე ასაკში არიან... მესის ისევ ნახევარდაცვაში ჩამოსვლა მოუწევს.. იქ დიბალა და ეგ როგორ შეთამაშდებიან არ ვიცი.. მასკერანო დაბერდა.. დაცვაში ოტამენდის გარდა არავინააა.. როხოს ფეხბურთელობა არ გაიშვა ან ბანეგასი და ეგეთების... ყველაზე კარგი შანსი ლეოს წინა მსოფლიოზე ქონდა.. უბრალოდ ის გერმანიაა მართლა ყველას ჯობდა 2014 ში და დამსახურებულადაც მოიგოო. მესი წნეხშიაა და ესაა მთავარი პრობლემაა.. ზედმეტი წნეხი ვნებს ფეხბურთელს.. ჯობია თავისუფლად იყოს და უბრალოდ აჩვენოს ის რაც ყველამ ვიცით რომ შეუძლია. თანამედროვე ფეხბურთია აღარ არის ერტი კაცის ფეხბურთიი.. თუ ადრ ეგამოვიდოდა მარადონა და პელეე და თვითონ იგებდნენ თამაშებს ეხლა ეს ძაან რთულია და ეს ბევრმა ფაქტორმა განაპირობაა.. არის მესი ის ფეხბურთელიი 1-2 თამაში მართლა თავის თავზე აიღოს და სასწაულები აკეთოს მაგრამ მთლიან ტურნირს გუნდი თუ მოიგებს ერთად.. მარტო მესი ვერაფერს იზამს.

    0