ლაუდრუპის აზრით, "ბარსელონამ" კოუტინიო მესის ერთ-ერთ შემცვლელად შეიძინა

  • 8-01-2018, 23:32
  • ლაუდრუპის აზრით, "ბარსელონამ" კოუტინიო მესის ერთ-ერთ შემცვლელად შეიძინა

    "ბარსელონას" დანიელი ლეგენდა მიკაელ ლაუდრუპი მიიჩნებს, რომ კატალონიურმა კლუბმა ფილიპე კოუტინიო იმ დროისთვის შეიძინა, როდესაც გუნდში ლიონელ მესი აღარ ითამაშებს.

    "რა თქმა უნდა, მასში ამხელა თანხის გადახდის შემდეგ, კოუტინიოსგან ბევრს მოითხოვენ.

    როდესაც "ბარსელონაზე" საუბრობთ, ლიონელ მესის გულისხმობთ. თუმცა, მას მაღალი დონის თანაგუნდელები სჭირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "ბარსელონამ" არაერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა: ჩავი, ნეიმარი, პუიოლი. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები, ახლა, მწვერვალზე არიან, მათ პროგრესზე მაინც უნდა იფიქრონ, რადგან დადგება დღე და მესიც წავა. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი მესის პოვნა შეუძლებელია, გამოსავალი 3-4 მაღალი დონის ფეხბურთელის შეძენაა, რომელიც მომავალში არგენტინელის დანაკლისს აანაზღაურებენ." - ციტირებს ლაუდრულის სიტყვებს AS.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 9 იანვარი 2018 12:29

    რადგან დადგება დღე და მესიც წავა
    warmodgenac ar minda

    0
    გასულია

    5 - 9 იანვარი 2018 00:56

    100% ლაპარაკოპს ლაუდრუპი, ორ -სამ წელიწადში კიდევ ვღაცას იყიდიან ნელნელა ჩაანაცვლებენ მესისი, ჩემი აზრით მესი კიდე 3-5 სეზონს მას რომ შეეფერება იმ დონეზე ჩაატარებს.

    0
    გასულია

    4 - 9 იანვარი 2018 00:27

    ვეთანხმები, მართალს ამბობს. მომავალს უკვე ცოტა უფრო ოპტიმისტურადვუყურებ კოუტინიოს, დემბელეს, ტერ შტეგენის, უმტიტის და სემედუს შემხედვარე, მაგრამ მაინც აშკარაა, რომ ლა მასიას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიექცეს

    0
    გასულია

    3 - 9 იანვარი 2018 00:07

    სისულელეა, უბრალოდ სისულელე

    0
    გასულია

    2 - 9 იანვარი 2018 00:01

    მესის უფრო უკეთესი შემცვლელი ჭირდება

    0
    გასულია

    1 - 8 იანვარი 2018 23:52

    Messi iseti gijis 3 4 fexburtelit cvlian.. zidanma kide ronaldos assensio shecvliso

    0