Sky Sports: კოუტინიომ 14 ნომერი აირჩია

  • 8-01-2018, 23:03
  • Sky Sports: კოუტინიომ 14 ნომერი აირჩია

    ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Sky Sports-ის ცნობით, "ბარსელონას" ახალწვეული, ფილიპე კოუტინიო გუნდში 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მოგეხსენებათ, შორეულ წარსულში ამ ნომრით კლუბის ღირსებას ლეგენდარული "მფრინავი ჰოლანდიელი", იოჰან კრუიფი იცავდა.

    როგორც მოგეხსენებათ, კოუტინიოს 160-მილიონიანი ტრანსფერი რამდენიმე თვის შემდეგ მაინც შედგა და დღეს კლუბმა იგი ოფიციალურადაც წარადგინა, თუმცა, მისი სათამაშო ნომერი ოფიციალურ დონეზე ცნობილი ჯერ მაინც არაა, რადგან, ამჟამად "ბარსელონაში" თავისუფალი მხოლოდ 24 ნომერია, კლუბი და ფეხბურთელი კი სხვა შესაძლო ვარიანტებს უცდის.

    ამჟამად 14 ნომრით ხავიერ მასკერანო თამაშობს, თუმცა მისი ჩინეთში წასვლა უკვე თითქმის გადაწყვეტილია და გამოცდილი ცენტრალური მცველი კარიერას ჩინეთში განაგრძობს.

    14 ნომერი და იოჰან კრუიფი კი "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელია. ჰოლანდიელი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელმაც კლუბის აღორძინებაში გარდამტეხი როლი ითამაშა და 5-წლიან "ბარსელონურ" კარიერაში "ოქროს ბურთი" 2-ჯერ მოიგო.

    "ლივერპულში" ფილიპეს 10-ნომრიანი მაისური ერგო, თუმცა ეს ნომერი "ბლაუგრანაში" ხელშეუხებელია და მას ბრაზილიელის აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი ატარებს.

    Sky ასევე იუწყება, რომ კოუტინიომ ტრანსფერის თანხას საკუთარი ჯიბიდანაც დაუმატა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დეტალები ოფიციალურად ჯერ ცნობილი არაა.

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    9 - 9 იანვარი 2018 12:40

    Ra 14 kai ra shen kargat xar?

    0
    გასულია

    8 - 9 იანვარი 2018 10:01

    არდას გააჯმევინონ შემდეგ სეზონში დემბელეს შვიდიანი მისცენ და კოუს 11

    0
    გასულია

    7 - 9 იანვარი 2018 01:35

    7 ნომერი უფრო მოუხდება ცჰემი აზრიტ

    0
    გასულია

    6 - 9 იანვარი 2018 00:23

    არდა გაუშვან მაინც არ ათამაშებენ და მისცენ 7 ნომერი

    0
    გასულია

    5 - 8 იანვარი 2018 23:54

    მესის ჭასვლის მერე 10 ანი არავინ არ უნდა ჩაიცვას

    0
    გასულია

    4 - 8 იანვარი 2018 23:39

    ციტატა: QIROESTA
    ციტატა: Berlinetta♥
    მე მგონია რომ არანაირი ტრავმა არ აქვს და უბრალოდ ნომეის გათავისუფლებას ელოდებიან რომ პირდაპირ იმ ნომრით დაიწყოს ტამაში რაც ბოლომდე ექნება .. და ამან თუ 14 აიღო ეს იმას ნიშნავს რომ 7 გრიზმანისაა :დ იმედია 14ს აიღებს

    გრიზმანი სადღა უნდა დადგეს

    მოვიდეს და მოვუნახავთ ადგილს. ისე კი სუას თუ ნამუსი აქვს უნდა გადაჯდეს სკამზე მალე. და სუპერ ზამენის ფორვარდად იქცეს. აბა 33 წლის სუარესი არ მგონია ძველებურად ვოლკი იყოს. სახეზეა რეგრესი. გრიზი იდეალური პარტნიორი იქნება მესისთვის. მარა თუ გრიზის მოსვლით სუარესი წავა არ მინდა მიუხედავად იმისა რო ბოლო დროს მაგრად მიშლის ნერვებს სუა. თამაშგარე კაცია სუფთა და მსუქანი კაცი კიდე :D მარა მაინც სუაა რა. ისე კი 7 100% Iთ გრიზმანისაა

    0
    გასულია

    3 - 8 იანვარი 2018 23:24

    ციტატა: Berlinetta♥
    მე მგონია რომ არანაირი ტრავმა არ აქვს და უბრალოდ ნომეის გათავისუფლებას ელოდებიან რომ პირდაპირ იმ ნომრით დაიწყოს ტამაში რაც ბოლომდე ექნება .. და ამან თუ 14 აიღო ეს იმას ნიშნავს რომ 7 გრიზმანისაა :დ იმედია 14ს აიღებს

    გრიზმანი სადღა უნდა დადგეს

    0
    გასულია

    2 - 8 იანვარი 2018 23:21

    მე მგონია რომ არანაირი ტრავმა არ აქვს და უბრალოდ ნომეის გათავისუფლებას ელოდებიან რომ პირდაპირ იმ ნომრით დაიწყოს ტამაში რაც ბოლომდე ექნება .. და ამან თუ 14 აიღო ეს იმას ნიშნავს რომ 7 გრიზმანისაა :დ იმედია 14ს აიღებს

    0
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    გასულია

    1 - 8 იანვარი 2018 23:13

    თუ მასკე არ წავა 24 აიღებს და გათავდება ისე ეს თურანი რა ......... ყოფილა. თქვენ ჩასვით

    0