იურგენ კლოპი: კოუტინიოს შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთეთ

  • 7-01-2018, 15:27
  • იურგენ კლოპი: კოუტინიოს შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთეთ

    ფილიპე კოუტინიოს "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ კომენტარი ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გააკეთა.

    "ფილიპე მე, ხელმძღვანელობასა და თანაგუნდებელსაც კი არწმუნებდა, რომ ეს ის ტრანსფერი იყო, რომლის განხორციელებაც მას ძლიან უნდოდა.

    ზაფხულში, ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთეთ და იმედი გვქონდა, რომ ის გადაიფიქრებდა.

    მინდა "ლივერპულის" გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ კლუბმა ყველაფერი გააკეთა ფეხბურთელის დასარწმუნებლად, მაგრამ მას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 100%-ით ჰქონდა მიღებული და მისი მომავალი "ბარსელონა" იყო.

    "ბარსელონაში" თამაში კოუტინიოს ოცნებაა და ახლა ვხვდები, რომ მის გადასარწმუნებლად არანაირი ბერკეტი არ გვქონდა.

    კოუტინიომ "ლივერპულს" ბევრი რამ შემატა იმ 5 წლის განმავლობაში, როდესაც ის ჩვენთან ერთად იყო. იმის მიუხედავად, რომ მისი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულნი ვართ, ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა არ გვაძლევს საფუძველს, მას მომავალში ყველაფერი საუკეთესო არ ვუსურვოთ.

    ზაფხულის სატრანსფერსო ფანჯრის დახურვის შემდეგ, კოუტინიო ვარჯიშებსა და თამაშებზე სრულად იხარჯებოდა და მატჩების მოგებაში გვეხმარებოდა. ამას ის იმის მიუხედავად აკეთებდა, რომ კლუბი "ბარსელონაში" გაშვებაში ვერ დაითანხმა. მან პროფესიონალიზმის მაღალი დონე გამოავლინა." - ციტირებს კლოპის სიტყვებს "ლივერპულის" ოფიციალური ვებგვერდი.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 იანვარი 2018 16:05

    ასე არ ჯობია კლოოპ? ზაფხულში რას გაგვაწამე

    0
    --------------------
    -გაუჩო----ეტოო----მესი-

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied