ფრანჩესკო ტოტი: მესი მსოფლიოში საუკეთესოა

ფრანჩესკო ტოტი: მესი მსოფლიოში საუკეთესოა

"რომას" და ზოგადად იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი აცხადებს, რომ ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ მას ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთების რაოდენობით გაუთანაბრდა. ის საუბრობს იმაზეც, რომ მისი აზრით, ფეხბურთი რამდენიმე ათეული წლის წინ უკეთესი იყო, ვიდრე ახლაა.

"ფეხბურთი ადრე უკეთესი იყო, ახლა კი ეს სპორტი სიგიჟეა. ჩემს დროს თამაში უფრო რომანტიკული იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი ბიზნესადაა ქცეული. ფეხბურთელში 250 მილიონის გადახდა რეალობას ცდება, მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი, რომლის სანაცვლოდაც ეს თანხა გადაიხადეს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ისევე როგორც კრიშტიანუ რონალდუ. საუკეთესო კი მესია, მაგრამ რონალდუს ამის შესახებ არ უთხრათ!" - ციტირებს ტოტის სიტყვებს Goal. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 28 დეკემბერი 2017 16:06
    0
    ლეგენდაააააააა <3 მაგრა მევასებოდა ამის თამაშის ყურება მეღირსა ბედნიერება მენახა საქართველOში ჩამოსული ლეგენდები