ტერ შტეგენი: "ბარსა" და "რეალი" ლა ლიგასა და მსოფლიოში საუკეთესოები არიან

ტერ შტეგენი: "ბარსა" და "რეალი" ლა ლიგასა და მსოფლიოში საუკეთესოები არიან

"ბარსელონას" გერმანელმა გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მადრიდის "რეალთან" მატჩის მოლოდინები გაგვიზიარა.

"ეს ჩვენი შემდეგი მეტოქეა. ესპანეთის სუპერთაზზე მათთან მარცხის შემდეგ ჩვენ ვიცოდით, რომ ბევრი მუშაობა იყო საჭირო. ვფიქრობ, ვალვერდემ უკვე დატოვა თავისი კვალი "ბარსელონას" ისტორიაში.

გაშვება ყოველთვის უსიამოვნოა, იქნება ეს "რეალისგან" თუ სხვა მოწინააღმდეგისგან. მაგრამ ყველაზე მეტად ბოლო გაშვებული გოლი მაღიზიანებს, როდესაც რამოსმა 89-ე წუთზე გაგვიტანა. ეს ჩემს მეხსიერებაში დარჩა.

მე არ მაშინებს "რეალის" შეტევა. ორივე გუნდი ლა ლიგასა და მსოფლიოში საუკეთესოები არიან. ჩვენ ვიცით, თუ ვინ თამაშობს "ბარსელონას" შეტევაში და "რეალის" ყველა მოთამაშე უნდა შევისწავლოთ. ჩვენ გამარჯვების ყველანაირი შანსი გვაქვს." - განაცხადა ტერ შტეგენმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 22 დეკემბერი 2017 00:11
    0
    მიდი ლომო