ჟორდი ალბა ინდივიდუალურ რეჟიმში ვარჯიშობს

"ელ კლასიკოსთვის" მზადება გრძელდება და დღეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა სიუტატ ესპორტივაზე კიდევ ერთხელ ივარჯიშეს. გუნდისგან ცალკე, სპეციალურ რეჟიმში ივარჯიშა ჟორდი ალბამ, თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ მას ტრავმა აქვს, ინფორმაცია არ გავრცელებულა და სავარაუდოდ, ამის მიზეზი დაზიანება არ არის. ინდივიდუალურად ვარჯიშობენ ასევე სამუელ უმტიტი, არდა თურანი, პაკო ალკასერი და ჟერარ დეულოფეუ, უსმან დემბელემ და რაფინიამ კი გამოჯანსაღების პროცესი, ფაქტიურად, უკვე დაასრულეს და დღეს ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად იყვნენ.
თეგები: ჟორდი ალბა
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომდევნო მატჩი
19.02.19, 23:55


-
ლიონი
-
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
გრუპამა
დარჩა:
წინა მატჩი
16.02.19, 23:45


1
ბარსელონა
0
ვალიადოლიდი
ლა ლიგა
კამპ ნოუ
კომენტარები [ 4 ]