“ბარსელონა”-”სარაგოსა” – რაიკაარდის წინასამატჩო ინტერვიუ

“ბარსელონა”-”სარაგოსა” – რაიკაარდის წინასამატჩო ინტერვიუ

ფრანკ რაიკაარდის "სარაგოსასთან” მატჩის წინ გულშემატკივრების წინაშე წარსდგა და განაცხადა, რომ მისი გუნდი არის ძალზე შეკრული: "როდესაც გუნდი ერთიანად მუშაობს, მაშინ თამაშის ხარისხი და სილამაზე თავისით მოდის”.

მწვრთნელმა შეგვახსენა, რომ "სარაგოსა” ძლიერი გუნდია და რომ იგი ყოველთვის კარგად თამაშობდა "ბარსას” წინააღმდეგ. "ყოველთვის საჭიროა არის მოწინააღმდეგის დაფასება და ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი. ეს იქნება რთული მატჩი და ჩვენ მოგვიწევს მუშაობა, რათა გავიმარჯვოთ” – განაცხადა რაიკაარდმა.

რაიკაარდმა ვერ დამალა კმაყოფილება გუნდის მომზადების დონეზე, "მე ვხედავ, რომ ყველა კარგ ფიზიკურ ფომრაში იმყოფება, თამაშის სურვილით არიან აღსავსენი, ვხედავ ერთიან გუნდს და რომ მათ სურთ წარმატების მიღწევა”.

მაგალითი – ოლეგერი

რაიკაარდმა ხაზ გაუსვა იმ როლს, რომელსაც გუნდში ყოველთვის ასრულებს ოლეგერი, "იგი ჩვენთივს ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია მოედანზე მისი როლის გამო. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რთულია, როდესაც წინასასეზონოდ გუნდში სტაბილურად თამაშობ, თან საკმაოდ კარგადაც, მაგრამ სეზონის დაწყების შემდეგ მაინც სათადარიგოთა სკამზე ხვდები. როდესაც ის გამოდის მოედანზე, იგი ამას აკეთებს მორიდებულად, რაც სხვებისთვისაც მაგალითია. ეს არსი ფეხბურთელი, რომელიც არ უშვებს შევდომას, რადგან ის აბალანსებს გუნდს და დანარჩენ ფეხბურთელებს აძლევს საშუალებას, გამოავლინონ თავისი კრეატიული შესაძლებლობები” – განაცხადა ოლეგერის შესახებ რაიკაარდმა.

რონალდინიო

უმეტესად ჟურნალისტების შეკითხვები რა თქმა უნდა რონალდინიოს ფომრას შეეხებოდა. რაიკაარდმა განაცხადა, რომ მომხდარს აღიქვამს, როგორც უსამართლობას, "ხალხმა მალე დაივიწყა, რომ "ბარსელონა” დღეს სწორედ რონალდინიოს დამსახურებით არის იქ, სადაც არის. საფეხბურთო მსოფლიოში მნიშვნელობა აქვს აწმყოს, არ შეიძლება წარსულით ცხოვრება, მაგრამ როდესაც იგი ფორმას აღიდგენს, იგი იქნება ისევ ის, ვინც ადრე იყო. მე მას სრულიად ვუჭერ მხარს და ველოდები, როდესაც იგი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება. იგი ჩვენთვის ძალზე საჭირო ფეხბურთელია და აწიც ესე იქნება”.

წყარო: www.fcbarcelona.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.