გილერმო ამორი ბართომეუს გრიზმანის ოჯახთან შეხვედრას არ უარყოფს

  • 18-12-2017, 11:44
  • გილერმო ამორი ბართომეუს გრიზმანის ოჯახთან შეხვედრას არ უარყოფს

    "ბარსელონას" დირექტორი გილერმო ამორი არ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ ანტუან გრიზმანის ოჯახის წევრებს შეხვდა.

    "თუ პრესა ამის შესახებ იტყობინება, შესაძლებელია, ეს ინფორმაცია სიმართლე იყოს. ასეთი შეხვედრა, შესაძლოა, ჰარმონიული, კარგი ურთიერთობებისთვის შედგა... ფეხბურთში ასეთ რამეს ვერ გავექცევით.

    არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა დაელაპარაკო და მათთან კარგი ურთიერთობა დაამყარო. ჩვენი კლუბი, როგორც წესი, ასე იქცევა ხოლმე." - ციტირებს ამორის სიტყვებს Football Espana.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 18 დეკემბერი 2017 14:20

    დავაი გრიზუ და კოუტინიო თუნმოიყვანეს ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი