გილერმო ამორი "ჩელსისთან" შეხვედრაზე: ნებისმიერი მეტოქე უნდა დავამარცხოთ

გილერმო ამორი "ჩელსისთან" შეხვედრაზე: ნებისმიერი მეტოქე უნდა დავამარცხოთ

"ბარსელონას" დირექტორმა, გილერმო ამორმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.

"ვიცოდით, რომ დიდი შანსი იყო, "ჩელსი" შეგვხვედროდა. ასეც მოხდა.

თუ ტიტულის მოგება გინდა, მაშინ ნებისმიერი მეტოქე უნდა დაამარცხო. წინ შესანიშნავი დაპირისპირებები გველის. მატჩს ოპტიმისტური განწყობით შევხვდებით. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვიქნებით და მომდევნო ეტაპზე გასვლის დიდი სურვილი გვექნება." - ციტირებს ამორის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.