სერხიო ბუსკეტსს "ელ კლასიკოს" გამოტოვება ემუქრება

სერხიო ბუსკეტსს "ელ კლასიკოს" გამოტოვება ემუქრება

"ვილიარეალთან" შეხვედრაში მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო სერხიო ბუსკეტსმა, რაც მისთვის ამ სეზონში მეოთხეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ის კიდევ ერთ გაფრთხილებას მიიღებს, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

ბუსკეტსი "ბარსას" შემადგენლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, ასე რომ, მისი გამოკლება გუნდისთვის სერიოზული პრობლემა იქნება, თანაც კიდევ ერთი თამაშის შემდეგ "ელ კლასიკოა". შესაბამისად, მომდევნო მატჩში, ლა კორუნიის "დეპორტივოს" წინააღმდეგ, სერხიომ ბარათი არ უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის "რეალთან" ვერ ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    BARCAMAN10
    სტუმარი [?]
    #6 11 დეკემბერი 2017 21:32
    0
    არც ათამაშოს ვალოდიამ, დაისვენოს და ეგაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 დეკემბერი 2017 16:51
    0
    მერე დაასვენოს, დეპორტივოსთან სახლში თუ მაგის გარეშე ვერ მოუგებთ მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ლიდერობას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 დეკემბერი 2017 16:49
    0
    ბარსელონაშია თამაში და 3 კაცი ჰყავს მაგ ადგილზე :)))) დაასვენებს ბუსკეტსს ალბათ
    Culé [?]
    #3 11 დეკემბერი 2017 16:01
    0
    იმედია მიხვდება რომ არ დააყენოს და ათამაშოს პაულინიო .. დეპორიც არაა ისეთი სასწაული მეტოქე ახლა :D

    ინიესტა იქნება დაბრუნდება მაქამდე
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #2 11 დეკემბერი 2017 15:55
    0
    მიხვდება იმედია რომ არ დააყენოს და პაულიონიოტი ცჰაანაცვლოს ან რაკეტატი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 დეკემბერი 2017 15:29
    0
    გომეში შეუძლია დააყენოს ჩამშლელად დეპორთან, არანაირად არ გვაწყობს ამის გამოკლება, ისედაც უმტიტის და ინის გარეშე ვიქნებით, არაკრეატიულ ნახ.დაცვაზე და შეტევაზე რო არაფერი ვთქვა.