სასამართლომ "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტის საჩივარი არ დააკმაყოფილა

  • 8-12-2017, 12:24
  • სასამართლომ "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტის საჩივარი არ დააკმაყოფილა

    "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი პატიმრობაში რჩება. Marca-ს ცნობით, ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც სასამართლომ როსელის აპელაცია არ დააკმაყოფილა.

    როსელი "ბარსელონას" პრეზიდენტი 2010 წლიდან იყო. 2014 წელს, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ის თანამდებობიდან გადადგა.

    მიმდინარე წლის 25 მაისს, სანდრო როსელი, 25 მილიონი ევროს მითვისების ბრალდებით, დააპატიმრეს. სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე 53 წლის როსელი პატიმრობაში რჩება, რადგან არსებობს რისკი, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ის გამოძიებას დაემალება.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge