ალკასერი ჩ. ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში მოხვდა

  • 7-12-2017, 16:04
  • ალკასერი ჩ. ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში მოხვდა

    კატალონიის "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში, ლისაბონის "სპორტინგი" დაამარცხა, შეხვედრაში საკმაოდ გამორჩეული იყო პაკო ალკასერი, რომელმაც ანგარიში გახსნა. უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც კვირის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში მოხვდნენ. 

    ნომინანტთა სია ასეთია: კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი"), სონ ხინ მინი ("ტოტენჰემი"), ბერნარდი ("შახტარი"), ხუან კუადრადო ("იუვენტუსი"), კორენტინ ტოლისო ("ბაიერნი"), ედენ აზარი ("ჩელსი") და პაკო ალკასერი ("ბარსელონა"). 

    შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა 8 დეკემბერს დასრულდება. 

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    gatuzo

    1 - 7 დეკემბერი 2017 18:57

    პაკო ამ ბოლოს მომწონს

    0