ლუკა დინი: უმტიტი პროფესიონალია და კარგად იცის, რას აკეთებს

  • 7-12-2017, 14:51
  • ლუკა დინი: უმტიტი პროფესიონალია და კარგად იცის, რას აკეთებს

    "ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ლუკა დინმა, თავის თანაგუნდელზე, სამუელ უმტიტიზე ისაუბრა. 

    "მისი გამოჯანმრთელების პროცესი უკვე დაწყებულია და ზომიერად, აჩქარების გარეშე მიმდინარეობს. უმტიტი პროფესიონალია და შესანიშნავად იცის, რას აკეთებს".

    დინმა კომენტარი გააკეთა სეზონის პირველი ნახევრის დასრულებამდე დარჩენილი მატჩების შესახებაც.

    "კარგია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა წაგების გარეშე დავასრულეთ. ეს ჩემთვის და საერთოდ გუნდისთვის, დამატებითი მოტივაციაა. ახალ წლამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი, განსაკუთრებით რთული იქნება თამაში "ვილიარეალთან" და რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალთან". ახლა მთავარია, კარგი შედეგის მისაღწევად ისეთივე შემართებით გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც სეზონის დასაწყისში გვქონდა". - განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    gatuzo

    4 - 7 დეკემბერი 2017 18:59

    უმტიტი რამოსსაც ჯობია და ვარანსაც

    0
    გასულია

    3 - 7 დეკემბერი 2017 15:56

    ვიმედოვნებ ზამთრის მერე უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება არადა რა კაი ფორმა ქონდა აკრეფილი

    0
    გასულია

    2 - 7 დეკემბერი 2017 15:32

    ციტატა: zidane the best
    შავი სლე

    Vin jandaba xar shen vabshe.

    0
    გასულია

    1 - 7 დეკემბერი 2017 15:14

    ბიჭო დედა მო--ნული რეალი და ბარსას გამო ერთმანეთს დედას რატო აგინებთ ?

    0
    --------------------
    Barca