"გრემიოს" მთავარი მწვრთნელი: არტურის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება

  • 6-12-2017, 17:48
  • "გრემიოს" მთავარი მწვრთნელი: არტურის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება

    ბოლო დროს ხშირად მიდის საუბარი იმაზე, რომ "ბარსელონა" ბრაზილიური "გრემიოს" ნახევარმცველის, არტურ რამოსის შეძენას აპირებს. ამ თემაზე საუბრობს "გრემიოს" მთავარი მწვრთნელი, რენატო გაუჩო. 

    "არტური ლიბერტადორესის თასის მოგებაში ძალიან დაგვეხმარა. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ბუნებრივია, რომ მის მიმართ ინტერესს ევროპული გრანდები იჩენენ. რა თქმა უნდა, ასეთი მოთამაშის ჩვენთან ყოფნით კმაყოფილები ვართ და იმასაც ვხვდებით, რომ მისი შენარჩუნება ძალიან რთული იქნება". - ამბობს გაუჩო.

    თუ "ბარსა" არტურის შეძენას იანვარში გადაწყვეტს, კატალონიელებს 21 წლის ფეხბურთელის შეძენა დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 6 დეკემბერი 2017 20:10

    https://www.youtube.com/watch?v=TxGkmk41kE4 ნეიმარს ფული რომ დაუყარეს

    0
    გასულია

    1 - 6 დეკემბერი 2017 19:12

    "რამოსი" მეზიზღება ეს გვარი, მაგრამ თუ გაამართლა ამან ბარსაში როგორმე ავიტან.

    0