„ბარსელონა“ მომენტების გამოუყენებლობის გამო დაისაჯა

„ბარსელონა“ მომენტების გამოუყენებლობის გამო დაისაჯა

"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ მე-2 მატჩში კარგავს ქულებს! ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა ამჯერად "სელტას" დამარცხება ვერ შეძლო - 2:2.

კატალონიური გრანდის სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა, ხუან კარლოს უნსუემ, ექსგუნდს "კამპ ნოუზე" ქულები წაართვა. ყველასთვის მოულოდნელად, ანგარიში სწორედ ვიგოელებმა გახსნეს, მაგრამ იაგო ასპასის გოლს ლეო მესიმ ძალიან სწრაფად უპასუხა.

"ლურჯ-ბროწეულისფრებს" რამდენიმე მომენტი ჰქონდათ უპირატესობის მოსაპოვებლად, მაგრამ პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში ლა ლიგის ლიდერები შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ, ლუის სუარესმა დააწინაურა.

"ბლაუგრანა" შეხვედრის მსვლელობას აკონტროლებდა და მეტოქის კარში მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ "ვიგოელები" არ ნებდებოდნენ და მათმა შრომამ შედეგი გამოიღო - კონტრშეტევის შემდეგ გომესმა წონასწორობა კვლავ აღადგინა.

გამარჯვების მომტანი გოლის გატანის შანსი პაულინიოს, პაკო ალკასერს, ჟერარ პიკესა და ლიონელ მესის ჰქონდათ. საწყისმა სამეულმა მეტოქის კარი ახლო დისტანციიდან ვერ აიღო, არგენტინელმა კი მატჩის უკანასკნელ წამებზე საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა.

არბიტრთა შეცდომები და მომენტთა გამოუყენებლობა - სწორედ ამ ფაქტორებმა იქონიეს გავლენა იმაზე, რომ მოცემულ მომენტში მადრიდულ კოლექტივებთან სხვაობა არა 11, არამედ 9 ქულაა, ხოლო "ვალენსიასთან" - 5.

დღეს "ატლეტიკო" "რეალ სოსიედადს" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეხვდება, "რეალი" კი ვალვერდეს ყოფილ გუნდს, "ატლეტიკს" ეწვევა. რაც შეეხება, მეორე ადგილზე მყოფ "ვალენსიას" - "ღამურები" ხვალ "ხეტაფესთან" გასვლით მატჩს ჩაატარებენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 დეკემბერი 2017 13:08
    0
    გამოუყენებლობის გამო? რა დებილიზმია?!
    2 თამაშია გოლს არ გვითვლიან!
    ღამურა
    სტუმარი [?]
    #3 2 დეკემბერი 2017 18:58
    0
    ra msaji suaresma tamashgaredan gaitana
    N1K0L0Z
    სტუმარი [?]
    #2 2 დეკემბერი 2017 18:41
    0
    სანამ ვალვერდე არ დაუბრუნდება 4-3-3 და შეტევას არ გააძლიერებს არაფერი ეშველებათ,ძალიან სუსტია წელს ბარსა შეტევაში და კიდე ბევრ ქულას დაკარგავენ ასე თუ გააგრძელეს.შემდეგი გასვლაზე გვაქვს ვილიარეალთაან და იქაც მაგრად გაუჭირდებათ.იმედია მოვიგებთ
    kvachi
    სტუმარი [?]
    #1 2 დეკემბერი 2017 18:37
    0
    ეგეც მართალია მარტო მსაჯ იხო არაა ? გინდ პიკემ გინდ სუარესმა გინდ მესიმ თაური როგორ ვერ შეაგდო :X