"ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნემ, არტურმა, ტრავმა მიიღო

"ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნემ, არტურმა, ტრავმა მიიღო

ბრაზილიური "გრემიოს" ნახევარმცველმა, არტურმა, რომლის შეძენითაც, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონაა" დაინტერესებული, კოპა ლიბერტადორესზე "ლანუსის" წინააღმდეგ მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო, რის გამოც ის გუნდს დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

21 წლის ფეხბურთელი ვერ ითამაშებს მსოფლიოს საკლუბო თასზეც, რადგან "გრემიომ" ტურნირის განაცხადი FIFA-ს უახლოეს დღეებში უნდა გაუგზავნოს, ტრავმირებული ფეხბურთელის ჩაწერას კი აზრი არ ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.