იურგენ კლოპს ლუის სუარესის და სალაჰის შედარება არ სურს

იურგენ კლოპს ლუის სუარესის და სალაჰის შედარება არ სურს

"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, პრემიერ ლიგაში ჩასატარებელი მორიგი მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ლუის სუარესის და მოჰამედ სალაჰის შედარება სთხოვეს.

"ეს საკითხი არ მაინტერესებს. სუარესი "ლივერპულის" ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია აღარაა, მაგრამ ის ამ გუნდის ლეგენდად რჩება. მე მომწონს მისი სათამაშო სტილი, ვთვლი, რომ ის ფანტასტიკური მოთამაშეა, ისევე როგორც სალაჰი. მან თავისი მოსვლის კლუბში უკვე ბევრი რამე შეცვალა და ზუსტად იმას აკეთებს, რისი იმედიც გვქონდა მაშინ, როცა მისი შეძენის გადაწყვეტილება მივიღეთ. მაგრამ, შედარებები ჟურნალისტების საქმეა და ამით მე დაინტერესებული არ ვარ." - განაცხადა კლოპმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    pexnicheki123
    სტუმარი [?]
    #2 1 დეკემბერი 2017 23:19
    0
    jeka magaria! D
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 1 დეკემბერი 2017 22:35
    0
    სუარესი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს გავლენიანი გამოცემა "Don Balon"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი ფორვარდი, ლუის სუარესი კლუბის დატოვებას აპირებს.

    აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტთა მტკიცებით, "ელ პისტოლერო" კლუბის დატოვებას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ კატალონიელები მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგ ლიდერს, ანტუან გრიზმანს შეიძენენ. ამას თან ერთვის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის, ერნესტო ვალვერდეს უკმაყოფილებაც, რადგანაც გასულ სეზონებთან შედარებით, მიმდინარე წელი "ბარსას" თავდამსხმელისთვის არც ისეთი შედეგიანია.

    ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ლუისმა მხოლოდ და მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა, რაც არც თუ ისე კარგი შედეგია.