ივან რაკიტიჩის ინტერვიუ

  • 30-11-2017, 14:38
  • ივან რაკიტიჩის ინტერვიუ

    "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში გუნდის პროგრესი გააანალიზა.

    — მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში მიიღეთ მონაწილეობა. რამ განაპირობა ეს?

    — ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ამის შესახებ კითხვები ლუის ენრიკესა და ერნესტო ვალვერდეს უნდა დაუსვათ. ყოველთვის ვდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო. ადრინდელთან შედარებით, დაცვაში ახლა უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ - ალბათ, ერთადერთი განსხვავებაც ეს არის. ვხედავ, რომ მენდობიან და თავს კომფორტულად ვგრძნობ. მწვრთნელები და თანაგუნდელები ჩემით კმაყოფილები არიან.

    — რას ნიშნავს თქვენთვის ერნესტო ვალვერდეს მოსვლა?

    — როგორც ყველა დანარჩენისთვის: ახალ იდეებს. ნეიმარის წასვლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ვცდილობ გავიგო, თუ რა სურს მწვრთნელს. ის ყველაფერს ნათლად განმარტავს. ვფიქრობ, გავიგე ვალვერდეს ფეხბურთის ინტერპრეტაციის მანერა.

    — პირველი ადგილი ლა ლიგაში, მომდევნო ეტაპი ჩემპიონთა ლიგაზე, სამეფო თასის 1/8 ფინალი... კიდევ რა უნდა მოითხოვო?

    — უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში შეტევასა და დაცვაში. მეტოქეზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ და ყველა ასპექტი დავხვეწოთ. მთავარი მწვრთნელისა და მნიშვნელოვანი ფეხბურთელის წასვლას გავუმკლავდით. თითოეულ შეხვედრას ვაკონტროლებთ, მაგრამ შოუ გვაკლია.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ♤ კატალონიელი ♤
    ♤ კატალონიელი ♤ სტუმარი [?]

    30 ნოემბერი 2017 21:02

    კარგი ბიჭი ხარ ივან, უფრო უკეთესად უნდა ითამაშო და საჯარიმოს გარედან დარტყმებს უნდა მოუმატო

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge