ბუსკეტსი: მსოფლიოს საუკეთესო ლიგას საუკეთესო ტექნოლოგიები სჭირდება
"ბარსელონას" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის მსგავსად, სერხიო ბუსკეტსიც საუბრობს იმაზე, რომ პრიმერა დივიზიონი ვიდეო რეფერის შემოღებას საჭიროებს და ამის მაგალითი "ვალენსიასთან" თამაშში მსაჯის მიერ დაშვებული უხეში შეცდომაა.
"განვითარება აუცილებელია და ლა ლიგას ახალი ტექნოლოგიები სჭირდება. საქმე მხოლოდ გოლების ჩათვლა-არ ჩათვლას არ ეხება, ვიდეო რეფერის კიდევ ბევრი კარგი თვისება აქვს. შეიძლება, მას მოედანზე ყველა პრობლემის მოგვარება არ შეუძლია, მაგრამ ასეთ მარტივ შეცდომას არ დაუშვებს. მსოფლიოს საუკეთესო ლიგა საუკეთესო ტექნოლოგიებს იმსახურებს." - აცხადებს ბუსკეტსი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]